HRW-ი საქართველოს და რუსეთის მიერ სამხედრო დანაშაულების გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Oct.'09 / 10:43

საერთაშორისო თანამეგობრობამ ზემოქმედება უნდა მოახდინოს საქართველოსა და რუსეთზე, რათა პასუხისგებაში მისცენ ის პირები, რომელთაც ომის კანონები დაარღვიეს შარშანდელი აგვისტოს კონფლიქტის დროს, განაცხადა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ, ”ჰიუმენ რაითს უოჩმა” (Human Rights Watch -  HRW) 1 ოქტომბერს.

”საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ ვინ გაისროლა პირველმა, მაგრამ áƒ¡áƒáƒ›áƒáƒ áƒ—ალი არ უნდა იქნას იგნორირებული,” - განაცხადა ჰოლი კარტნერმა, HRW-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა. ”ის ხალხი, ვისი ცხოვრებაც კონფლიქტმა დაანგრია, კვლავ ელიან სამართალს. ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება მოხდეს რეალური შერიგება ამის გარეშე”.

აგვისტოს ომთან დაკავშირებით 2009 წლის იანვარში გამოქვეყნებულ საკმაოდ მოცულობით ანგარიშში, HRW-ი აცხადებდა, რომ ყველა მხარემ განახორციელა ”ომის კანონების დარღვევა”. ადამიანის უფლებათა დამცველი ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის 1 ოქტომბრის მოწოდებას წინ უძღოდა ევროკავშირის დაფინანსებული კომისიის მიერ 30 სექტემბერს აგვისტოს ომის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება.   

Civil.Ge © 2001-2024