კლინტონი საქართველოს სამხედრო დახმარების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Oct.'09 / 13:34
  • აშშ განაგრძობს ქართული არმიის მომზადებას ავღანეთისთვის; 
  • ”ლავროვს áƒ”ს შეკითხვა [საქართველოს გადაიარაღებაზე] áƒáƒ  დაუსვია”.

”არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო”, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტები საქართველოში განთავსდება, განაცახდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რადიოსადგურ ”ეხო მოსკვი”-სთან ინტერვიუში 14 ოქტომბერს.

მისი თქმით, სისტემის განთავსების ადგილმდებარეობაზე საბოლოო გადაწყვეტილება áƒ¯áƒ”რ არ არის მიღებული,  ”იდიალურ სიტუაციაში რისი გაკეთებაც გვსურს არის რომ ამ საკითხზე რუსეთთან ერთად ვითანამშრომლოთ,” - დასძინა მან.

კითხვაზე დააყენა თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 13 ოქტომბრის შეხვედრაზე აშშ-ს მიერ საქართველოს ”გადაიარაღების” საკითხი, კლინტონმა უპასუხა, რომ მათ ისაუბრეს საქართველოს შესახებ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას უთანხმოებები აქვს საქართველოსთან მიმართებაში.

”საქართველო შეიარაღებულ ძალებს აგზავნის ავღანეთში და ჩვენ ვწვრთნით ქართველ სამხედროებს, რათა მათ შეძლონ ავღანეთში წასვლა,” - განუცხადა კლინტონმა.

”მაგრამ ჩვენ ასევე მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ მოველით, რომ ქართველებმაც, ოსებმაც, აფხაზებმაც და ყველამ თავიდან უნდა აიცილონ პროვოკაციული ქმედებები, და ნებისმიერი პრობლემა მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით მოაგვარონ,” - განაცხადა მან.

ქართული არმიის ”გადაიარაღების” შესახებ ხელმეორედ დასმულ შეკითხვაზე áƒ™áƒšáƒ˜áƒœáƒ¢áƒáƒœáƒ›áƒ უპასუხა: ”მინისტრ ლავროვს ეს შეკითხვა არ დაუსვია ჩემთვის”.

”ჩვენ დავეხმარებით ქართველ ხალხს, რათა მათ იგრძნონ, რომ საკუთარი თავის დაცვა შეუძლიათ,” - დასძინა მან.

Civil.Ge © 2001-2024