საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Nov.'09 / 11:14

პარტიები ვერ შეთანხმდნენ თბილისის მერის არჩევის წესზე, რამაც მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე ჩიხში შეიყვანა, განაცხადა მოლაპარაკებების რამოდენიმე მონაწილემ 18 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ.

ეს საკითხი საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იქნა განხილული.

სამუშაო ჯგუფი, თავდაპირველად რვა პარტიის შემადგენლობით თებერვალში ჩამოყალიბდა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელშეწყობით. ჯგუფს სექტემბერში შეუერთდა ალიანსი საქართველოსთვის, რომელიც ჩვენი საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს, ახალ მემარჯვენეებსა და რესპუბლიკელებს აერთიანებს.

უთანხმოება ძირითადად ალიანსს და მმართველ პარტიას შორის არსებობს, რადგანაც ეს უკანასკნელი 30%-იანი ბარიერის დაწესებას ითხოვს თბილისის მერის ასარჩევად. 

ინტერპარტიული ჯგუფის ყველა წარმომადგენელი, გარდა ალიანსი საქართველოსთვის, თანხმდება ხელისუფლების შეთავაზებას თბილისის მერის ასარჩევად 30%-იანი ბარიერის დაწესების თაობაზე. ალიანსი საქართველოსთვის კი 50%-იან ბარიერს ითხოვს, როდესაც მეორე ტური ხდება საჭირო, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ იღებს ხმების 50%-ზე მეტ ხმას პირველ ტურში.

18 ნოემბრის შეხვედრაზე ალიანსმა უკან დაიხია და 50%-იანის ნაცვლად 45%-იანი ბარიერი შესთავაზა ჯგუფს, თუმცა ეს შემოთავაზება მმართველმა პარტიამ, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ ჩააგდეს. ხოლო 30%-იან შემოთავაზებას ალიანსმა საქართველოსთვის ვეტო დაადო.

მონაწილეთა მიერ შეთანხმებული პროცედურების თანახმად, სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებებს კონსენსუსის წესით იღებს.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ამოწურულია.

”ვერ ვხედავ რაიმე რესურსს მუშაობის გასაგრძელებლად ამ ფორმატში,” - განაცხადა კუბლაშვილმა, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

”დასანანია, რომ ყველაფერი ასე დამთავრდა, მაგრამ ეს მოხდა ალიანსი საქართველოსთვის ურყევი პოზიციის გამო. ჩვენ ინდივიდუალურად განვაგრძობთ პარტიებთან კონსულტაციებს ამ საკითხებზე [საარჩევნო კოდექსზე],” - დასძინა მან.

ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ალიანსი კვლავაც მზად არის განაგრძობს მოლაპარაკებები სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

”იმედი მაქვს, ბატონი კუბლაშვილი და მისი კოლეგები მმართველი პარტიიდან შეცვლიან გადაწყვეტილებას და განაგრძობენ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას. მიგვაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ უნდა განაგრძოს მუშაობა ამ ჯგუფის ფარგლებში,” - განაცხადა მან.

დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან განაცხადა, რომ კონსენსუსის მიღწევის პატარა შანსი არსებობს, რადგანაც მხარეებმა ვერ შეძლეს თავიანთი პოზიციების დაახლოება.

”ჩიხური სიტუაციასავით არის შექმნილი,” - განაცხადა მან. ”30%-იან შემოთავაზება ალიანსმა საქართველოსთვის დაბლოკა, ხოლო ამ უკანასკნელის შემოთავაზებას 45%-იან ბარიერზე მმართველმა პარტიამ დაბლოკა”.

მან ასევე განაცახდა, რომ თბილისის მერის არჩევის წესზე უთანხმოების გამო, სამუშაო ჯგუფმა ვერც სხვა საკითხებზე მიაღწია პროგრესს.

მერის არჩევის წესი იმ პაკეტის ნაწილია, რომელიც სხვა წინადადებებსაც შეიცავს, მათ შორის თბილისის საკრებულოს დაკომპლექტების წესს. ყველა პარტია თანხმდება თბილისის საკრებულოში 25 წევრის მაჟორიტარული და დანარჩენი 25-ის პროპორციული წესით არჩევას. თუმცა რადგან ამ საკითხს მერის წესის არჩევასთან ერთად უყარეს კენჭი, შესაბამისად ვერც ამ წინადადების დამტკიცება მოხერხდა.

მხარეებმა ასევე მიაღწიეს კონსენსუსს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის წესზე, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი დაასახელებს სამ კანდიდატს და ცესკოს ოპოზიციურმა წევრებმა ამ სამი კანდიდატიდან ერთი უნდა აირჩიონ. ამავე შეთანხმების შესაბამისად, პრეზიდენტმა სამოქალაქო სექტორიც უნდა ჩართოს სამი კანდიდატის შერჩევაში.

დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა წინააღმდეგი იყო áƒ§áƒ•áƒ”ლა ამ საკითხის ერთ პაკეტში გაერთიანებაზე და ერთიან კენჭისყრაზე და ამის სანაცვლოდ სთავაზობდა სხვა პარტიებს, რომ ცალ-ცალკე მომხდარიყო თითოეულ áƒ¬áƒ˜áƒœáƒáƒ“ადებაზე კენჭისყრა, რათა უთანხმოების გამომწვევ ერთ საკითხს სხვა უკვე შეთანხმებული საკითხებიც არ დაებლოკა. áƒáƒšáƒ˜áƒáƒœáƒ¡áƒ˜ საქართველოსთვის ემხრობოდა ამ საკითხების ერთ პაკეტში გაერთიანებას იმ მოტივით, რომ ყველა ეს საკითხი ერთი საარჩევნო სისტემის ნაწილია.

Civil.Ge © 2001-2024