ანგარიში ტელეარხების მფლობელთა გამჭვირვალობის ნაკლებობაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Nov.'09 / 12:04

საქართველოს სამაუწყებლო სფეროს რეგულირების მოქმედი სისტემა მედიის მფლობელთა გამჭირვალობას და კონკურენტუნარიანი, პლურალისტური სატელევიზიო ბაზრის შექმნას ვერ უზრუნველყოფს, ნათქვამია საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ანგარიშში, რომელიც 20 ნოემბერს გამოქვეყნდა.

ანგარიში, რომელიც ქართული მაუწყებლების მფლობელების ვინაობის გარკვევის მცდელობას წარმოადგენს, ასევე áƒ›áƒ˜áƒ›áƒáƒ˜áƒ®áƒ˜áƒšáƒáƒ•áƒ¡ áƒ¥áƒ•áƒ”ყნის სატელევიზიო ბაზარსა და ტელესივრცეს. 

ანგარიშის თანახმად, მათ, ვისაც სურთ კერძო ტელეკომპანიების ანონიმურად áƒ¤áƒšáƒáƒ‘ა და áƒ™áƒáƒœáƒ¢áƒ áƒáƒšáƒ˜, ამისთვის áƒ áƒ”გულირების მოქმედი ლიბერალური სისტემა გამოიყენეს, რომელიც არ კრძალავს მედია საშუალებების წილების უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ, áƒ›áƒáƒ’ შორის ოფშორულ ზონებში áƒ áƒ”გისტრირებული კომპანიების  áƒ›áƒ˜áƒ”რ ფლობას.

”ეროვნული არხების მფლობელებმა ეს ლიბერალური მიდგომა გამოიყენეს და ამჟამად საქართველოს ყველაზე გავლენიანი არხისრუსთავი 2”-ის და ”მზის” ერთ-ერთი მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანია Degson Limited-ია,” - ნათქვამია ანგარიშში.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო ასევე აცხადებს, რომ áƒ™áƒ˜áƒ“ევ ერთი გაურკვეველი კომპანია - Denal Union-ი ტელეკომპანია ”საქართველოს” (თავდაცვის სამინისტროსთან ასოცირებული არხის) 100%-ს ფლობს. ანგარიშის თანახმად, ასევე ბუნდოვანია Rakeen-ის და მისი შვილობილი კომპანიის RAAK Georgia Holding-ის, რომელიც ”იმედის” 90%-ის მფლობელია, სამართლებრივი სტრუქტურა, ”რომლის გარშემოც არსებობს ეჭვები, რომ მისი რეალური მფლობელები ქართველები არიან”.

ანგარიში ასევე მოიცავს საქართველოში მოქმედი, 40-ზე მეტი áƒ¢áƒ”ლეკომპანიის ჩამონათვალს, მათი ოფიციალური მფლობელების მითითებით, რაც áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

”რამდენიმე რეგიონალური ტელევიზიის თანამფლობელი ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირი ან მისი ოჯახის წევრია,” - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას, რომელიც ”დღესდღეობით ბოლომდე დამოუკიდებელი ორგანო არ არის”,  არ აქვს უფლებამოსილება დაადგინოს ვინ არიან ტელეკომპანიების ფაქტიური მფლობელები და გამოიძიოს, თუ ვინ დგას áƒšáƒ˜áƒªáƒ”ნზიების მფლობელი áƒ˜áƒ£áƒ áƒ˜áƒ£áƒ“იული პირების უკან. 
   
”ამ პრობლემის გადაჭრა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესწორებების შეტანის გზით ადვილად არის შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მეტ ინფორმაციას ფლობდეს სამაუწყებლო ლიცენზიების მქონე კომპანიების აქციონერებზე და რომ ეს ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს,” - ნათქვამია ანგარიშში.

Civil.Ge © 2001-2024