![]() |
|||
დღეს დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა გია თორთლაძემ მაისში დაგეგმილ არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად დავით იაკობიძე დაასახელა. იაკობიძეს, რომელიც ამჟამად დემოკრატიული პარტიის წევრია, 1993-97 წლებში, შევარდნაძის მმართველობის დროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. ამ დრომდე ოპოზიციიდან თბილისის მერობის კანდიდატებად დასახლდნენ ირაკლი ალასანია, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი; კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური და ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი. საპარლამენტო ოპოზიციიდან ქრისტიან-დემოკრატებმა ასევე გააკეთეს საჯარო განაცხადი, რომ აპირებენ კანდიდატურის დასახელებას. ”მივესალმები თორთლაძის მხრიდან კიდევ ერთი სახელისუფლებო კანდიდატის დაყენებას,”- განაცხადა კობა დავითაშვილმა, რომელიც ზვიად ძიძიგურის მსგავსად ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად პრაიმერის იდეას ლობირებს. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025