შაშკინი განათლების მინისტრად დაინიშნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Dec.'09 / 20:26

დიმიტრი შაშკინმა, რომელიც დღემდე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ხელმძღვანელობდა, განათლების მინისტრის პოსტზე ნიკა გვარამია შეცვალა.

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ ცვლილება საჭირო გახდა, რადგან ყოფილი განათლების მინისტრი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას გეგმავს.

შაშკინმა განაცხადა, რომ განათლების სფერო ქვეყნის ”სტრატეგიული” მიმართულებაა. ”ბევრი რამ გაკეთდა [ამ სფეროში]; რეფორმები გაგრძელდება და კიდევ უფრო დაჩქარდება,” - დასძინა მან.

ჯერ უცნობია, თუ ვინ გახდება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ახალი მინისტრი.

Civil.Ge © 2001-2024