საქართველო კორუფციასთან ნომერ პირველი მებრძოლია - სააკაშვილი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Dec.'09 / 15:13

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველო გახდა მსოფლიოში ”ნომერ პირველი” მებრძოლი კორუფციასთან და ამ მხრივ პროგრესი ბევრად დიდია, ვიდრე ამას ”საერთაშორისო გამჭირვალობა” წლევანდელ ”კორუფციის აღქმის ინდექსით” აფასებს.

”მე მიმაჩნია, რომ მათი შეფასება კიდევ არაობიექტურია იმიტომ, რომ ბევრად მეტია პროგრესი, ვიდრე ისინი წარმოსახავენ, მაგრამ ისინიც კი აღიარებენ, რომ ჩვენ ვართ ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით,” - განაცხადა სააკაშვილმა.

”ეს არ არის სააკაშვილის პიარი, როგორც ზოგიერთ თავგაცხელებულ და ტვინგაცხელებულ ადამიანს წარმოუდგენია,”- აღნიშნა მან, ”ეს არის რეალობა. ევრობანკის გამოკვლევით ჩვენ ვართ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სამ არაკორუმპირებულ ქვეყანათაგანი და ეს ყველაფერი იძლევა იმას, რომ რა მტრებიც არ უნდა გვყავდეს, რა პოლიტიკური ამბიციებიც არ უნდა იყოს ქვეყანაში და ქვეყნის გარშემო, საქართველო ვითარდება”.

სააკაშვილმა áƒ”ს განცხადებები გააკეთა ცერემონიალზე, რომელზეც მან გზების მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ამ პროცესში ჩართული რამოდენიმე პირი დააჯილდოვა, მათ შორის გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ნიკოლეიშვილი.

მისი თქმით, საქართველო იქნება ძალიან წარმატებული და ძალიან განვითარებული ქვეყანა, ”მიუხედავად საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყანას გეოპოლიტიკურად მუდმივად არყევენ, მიუხედავად შიდა დესტაბილიზაციის, რომელშიც ასევე, სამწუხაროდ გარე ძალა აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს”.

”საერთაშორისო გამჭირვალობის” შეფასებით, 2009 წელს საქართველოში კორუფციის დონე მცირედით შემცირდა და 4.1 ქულით 180 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზე იმყოფება.

გასულ წელს საქართველოს ქულა 3.9 იყო. ქვეყნების შეფასება ხდება 0-დან (ყველაზე მეტად კორუმპირებული) 10-მდე (ყველაზე არაკორუმპირებული)  შკალაზე.

2003 წლის ინდექსში საქართველო ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზე იმყოფებოდა 1.8 ქულით, რაც საქართველოს იმ ქვეყანათა რიგს მიაკუთვნებდა სადაც, ”საერთაშორისო გამჭვირვალეობის” შეფასებით, áƒ™áƒáƒ áƒ£áƒ¤áƒªáƒ˜áƒ ”ყოვლისმომცველია”.

Civil.Ge © 2001-2024