უცხოური ინვესტიციები იანვარ-სექტემბერში 60.4%-ით შემცირდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Dec.'09 / 10:49

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2009 წლის იანვარ-სექტემბერში 60.44%-ით შემცირდა და 505.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ 1.27 მილიარდთან შედარებით.

თუმცა, მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 223.5 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ 134.7 მილიონთან შედარებით.

იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე მოდიოდა - 144.9 მილიონი აშშ დოლარი. შემდეგ მოდის ეგვიპტე - 71.54 მილიონი აშშ დოლარი.

ეგვიპტე, 2009 წლის მეორე კვარტალში 45 მილიონი აშშ დოლარის, მესამე კვარტალში კი 70 მილიონი აშშ დოლარის დაბანდებით, პირველად შევიდა იმ ქვეყნების სიაში, ვისგანაც საქართველო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს იღებს, რაც áƒ”გვიპტური კომპანიის Fresh Electric-ის საქმიანობას áƒ£áƒ™áƒáƒ•áƒ¨áƒ˜áƒ áƒ“ება.

2009 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია სამრეწველო სექტორმა მოიზიდა - 80.9 მილიონი აშშ დოლარი; მას მოყვება ტრანსპორტის და კომუნიკაციების სფერო - 63.9 მილიონი აშშ დოლარით და სამშენებლო სექტორი - 57.6 მილიონი აშშ დოლარით.

2008 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.564 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2007 წელს - 2.014 მილიარდი.

 

Civil.Ge © 2001-2024