საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს მეურვეები აირჩიეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Dec.'09 / 18:10

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 15-წევრიან სამეურვეო საბჭოში დღეს შვიდი ვაკანსია შეავსო, მათ შორის ”მედია კლუბის” სამი, ხოლო ქრისტიან-დემოკრატების áƒ›áƒ˜áƒ”რ წარდგენილი ერთი კანდიდატით.

საბჭოს წევრები გახდნენ:

  1. გიგა ნასარიძე - შპს "ფორმულა პლიუსის"  სცენარისტი, რომელსაც ”რუსთავი 2”-ზე პოლიტიკურ-სატირული შოუ მიჰყავდა;
  2. ნოდარ სარჯველაძე -  áƒáƒ áƒáƒ¡áƒáƒ›áƒ—ავრობო ორგანიზაცია ”ქრისტიან-დემოკრატიული ინსტიტუტის” დირექტორი, რომელის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ დაარსდა;
  3. ემზარ გოგუაძე  - დროებით უმუშევარი;
  4. ავთანდილ ანთიძე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის J-4 ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამედიცინო უზრუნველყოფის, დაგეგმვისა და გარემოს დაცვის სამმართველო - ჯანმრთელობის დაზღვევისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში მთავარი კონსულტანტი;
  5. ნინო დანელია - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროგრამის კოორდინატორი და მედია მკვლევარი(”მედია კლუბის” კანდიდატი);
  6. ლია ჩახუნაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანი (”მედია კლუბის” კანდიდატი);
  7. შორენა შავერდაშვილი - ჟურნალ "ლიბერალის" მთავარი რედაქტორი და თანადამფუძნებელი (”მედია კლუბის” კანდიდატი).

პრეზიდენტის მიერ წარდგენილი იყო სულ 21 კანდიდატი, რომლებიც თითო ვაკანსიისთვის áƒ¡áƒáƒ›áƒ”ულებად იყვნენ დაჯგუფებული. áƒ—ითოეული ჯგუფის ყველა áƒ™áƒáƒœáƒ“იდატს ეყარა კენჭი, ხოლო გავიდა ის, ვინც მეტი ხმა დააგროვა.

Civil.Ge © 2001-2024