პროკურორი მუხროვანის საქმეში მთავარი განსასჯელებისთვის ხანგრძლივ პატიმრობას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Dec.'09 / 17:21

23 დეკემბერს ხანგრძლივი საბრალდებო სიტყვის წაკითხვის შემდეგ პროკურორმა მოსამართლისგან მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ საქმეში მთავარი ფიგურებისთვის გრძელვადიანი პატიმრობის მისჯა მოითხოვა.  

პროკურორმა კობა ოთანაძესთვის 30 წლიანი პატიმრობა მოითხოვა; რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი მეთაურისთვის ლევან ამირიძესთვის - 29 წელი; მუხროვანში განთავსებული áƒ¯áƒáƒ•áƒ¨áƒáƒœ-სატანკო ბატალიონის ყოფილი მეთაურისთვის შოთა (მამუკა) გორგიაშვილისთვის კი - 19 წელი.

პროკურორმა ეროვნული გვარდიის ყოფილი მეთაურისთვის კობა კობალაძისთვის 13 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

ოთხივე áƒ’ანსასჯელს ბრალად ედება ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით. თუმცა ოთხივე მათგანი ამ ბრალდებას უარყოფს.

კობალაძეს ასევე ედება ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის და ხელყუმბარების უკანონო შენახვა, ხოლო ოთანაძეს - ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო ტარება.

პროკურორმა 4-წლიანი პატიმრობა და 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმა მოითხოვა მე-3 ბრიგადის ყოფილი მეთაურისთვის კახა კობაიძისთვის, ხოლო 4-წლიანი პატიმრობა და 20 000-იანი ჯარიმა - პირველი ბრიგადის ყოფილი მეთაურისთვის დავით სულხანიშვილისთვის.

ორივე ყოფილ სამხედრო მეთაურს დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება ბრალი. სულხანიშვილმა დანაშაული აღიარა, ხოლო კობაიძემ ბრალდებები უარყო.

დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო პროკურორმა 4-წლიანი პატიმრობა მოითხოვა MI-8 ვერტმფრენის ყოფილი პილოტისთვის ზურაბ ჩალათაშვილისთვის, რომელიც ალექსეევკას საჰაერო ბაზაზე მსახურობდა.

პროკურორის მიერ იმ შვიდი áƒ’ანსასჯელისთვის მოთხოვნილი პატიმრობის ვადები, რომლებიც სამოქალაქო პირები არიან და რომელთაც ხელისუფლების ჩამოგდების მიზნით ამბოხის მოწყობასა და ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებაში ედებათ ბრალი, 14-დან 17 წლამდე მერყეობს. áƒ“ამნაშავეებად ცნობის áƒ¨áƒ”მთხვევაში ორ მათგანს - ბესიკ ფოცხვერაშვილს და ბექა გრიგალაშვილს -  დამატებით 5 და 4-წლიანი სასჯელის მოხდაც მოუწევთ, შესაბამისად, ვინაიდან ორივე წარსულში ნასამართლევია სხვა დანაშაულთან დაკავშირებით და ორივეს პირობითი სასჯელი აქვს მისჯილი.

დანარჩენი ხუთი სამოქალაქო პირისთვის მოთხოვნილი სასჯელის ვადა, რომელთაც დაუმორჩილებლობაში დახმარებასა áƒ“ა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში ედებათ ბრალი, 9-დან 11 წლამდე მერყეობს.

კიდევ ერთმა სამოქალაქო პირმა, ზაზა სანდოძემ, რომელიც კობა ოთანაძის ნათესავია, საპროცესო გარიგება დადო ბრალდების მხარესთან და მას სავარაუდოდ 2-წლიან პატიმრობას მიუსჯიან. მას ბრალად იარაღის უკანონო ტარება, დანაშაულის შეუტყობინებლობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ბრალდება. 

სასამართლო áƒ’ანსასჯელთა ადვოკატების áƒ“ასკვნით სიტყვას  შემდგომ სხდომებზე მოისმენს.

Civil.Ge © 2001-2024