რუსეთის მოქალაქე საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Dec.'09 / 10:44

ჩრდილოეთ ოსეთის სასამართლომ 55 წლის ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეს თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდო ბრალი და რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.

ჩრდილოეთ ოსეთის პროკურატურის განცხადებით, ბადრი ყურაშვილი, რომელიც სამხედრო ობიექტებზე მშენებელ მუშად მუშაობდა, 2007 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის ბოლომდე მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა ქართულ დაზვერვას áƒáƒ“გილობრივი სამხედრო ნაწილების შესაახებ.

ოფიციალური ინფორმაციით, ყურაშვილი ”კოდირებული მოკლე ტექსტური შეტყობინებით” áƒáƒ’ზავნიდა ცნობებს.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ ოსეთის სასამართლომ რუსეთის მოქალაქე საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილა. 

ოქტომბერში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეს ჯემალ ნაკაიძეს ცხრა წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო აგვისტოში ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მეთაურის მოადგილეს მიხეილ ხაჩიძეს - ექვსწლიანი პატიმრობა. 

 

Civil.Ge © 2001-2025