”ჯორჯიან ეარვეის”-მა მოსკოვში ჩარტერული რეისი შეასრულა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Jan.'10 / 14:26

ქართულმა ავიაკომპანიამ ”ჯორჯიან ეარვეის”-მა 8 იანვარს პირველი ჩარტერული ფრენა განახორციელა თბილისიდან მოსკოვში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

მომდევნო რეისები ასევე დანიშნულია 9 და 10 იანვარს, თუმცა ქართულმა მხარემ ასევე მოითხოვა ფრენების უფლება 16, 20 და 22 იანვრისათვის.

”ჯორჯიან ეარვეის”-ის ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი მიესალმა პირდაპირი ფრენების განახლებას და იმედი გამოთქვა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებითაც.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა  ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი ორ ქვეყანას შორის. ფრენები 2008 წლის გაზაფხულზე აღდგა, თუმცა მალევე შეწყდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ.

Civil.Ge © 2001-2024