მუხროვანის საქმე: კობალაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Jan.'10 / 11:31

მუხროვანი ამბოხის საქმეზე მოსამართლემ კობა კობალაძეს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა áƒ®áƒ”ლისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების მომზადების ბრალდების ნაწილში.

თუმცა კობალაძეს, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობდა, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და ხელყუმბარების უკანონო შენახვას უკავშირდებოდა. თუმცა იმის გამო, რომ მას ეს ვადა უკვე მოხდილი ჰქონდა 5 მაისს დაკავების შემდეგ, კობალაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

პროკურორი ეროვნული გვარდიის ყოფილი მეთაურისთვის, კობა კობალაძისთვის 13 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

კობალაძისგან განსხვავებით, რომლის წინააღმდეგ ერთადერთი მტკიცებულება ამ საქმეში კიდევ ერთი მთავარი áƒ¤áƒ˜áƒ’ურის გია ღვალაძის ჩვენება იყო, რომელთანაც პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, მოსამართლემ ხანგრძლივი პატიმრობა შეუფარდა ამ საქმის სამ მთავარ განსასჯელს.

რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს ლევან ამირიძეს მოსამართლემ 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნაცვლად ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი 29 წლისა; კობა ოთანაძეს 29 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს შოთა (მამუკა) გორგიაშვილს - 19 წელი, როგორც ამას პროკურატურა ითხოვდა.

სამივეს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით. თუმცა სამივე ამ ბრალდებას უარყოფს.

ამის გარდა, გორგიაშვილი და ამირიძე მოსამართლემ ასევე ცნო დამნაშავედ დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებულ ბრალდებებში. áƒ®áƒáƒšáƒ ოთანაძეს ასევე ბრალად ედებოდა áƒªáƒ”ცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.

მოსამართლემ მე-3 ბრიგადის ყოფილ მეთაურს კახა კობაიძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა;  ხოლო პირველი ბრიგადის ყოფილ მეთაურს დავით სულხანიშვილს 3 წელი პირობითი სასჯელი და 20 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ორივე ყოფილი სამხედრო მეთაურისთვის, რომელთაც დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებოდათ ბრალი, áƒžáƒ áƒáƒ™áƒ£áƒ áƒáƒ áƒ˜, ფულად ჯარიმასთან ერთად, 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. სულხანიშვილმა დანაშაული აღიარა, ხოლო კობაიძემ ბრალდებები უარყო.

ოთანაძის, ამირიძის და გორგიაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი სასამართლოს განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ, რადგანაც არ ეთანხმებიან ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხის ბრალდებას. მათი თქმით, ის ფაქტი, რომ მოსამართლემ არ გაითვალისწინა ღვალაძის ჩვენებები კობალაძესთან მიმართებაში, სააპელაციო სასამართლოში მათი საქმის მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება, რადგანაც ღვალაძის ჩვენებები ბრალდების მხარის მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენდა ოთანაძის, ამირიძის და გორგიაშვილის წინააღმდეგაც. თუმცა, კობალაძის საქმისგან განსხვავებით, ამ სამ პიროვნებასთან და სხვა განსასჯელებთან მიმართებაში პროკურატურამ სხვა მტკიცებულებებიც წარადგინა.

მოსამართლის გადაწყვეტილება ფაქტიურად იმას ნიშნავს, რომ მან გაიზიარა ბრალდების მხარის ვერსია, რომლის თანახმადაც მუხროვანის ჯავშან-სატანკო ბატალიონში რვა თვის წინ განვითარებული მოვლენები იყო ამბოხება, რომლის საბოლოო მიზანსაც ხელისუფლების ჩამოგდება წარმოადგენდა და ეს არ იყო რამოდენიმე სამხედრო მეთაურის მხრიდან მხოლოდ დაუმორჩილებლობა.   

მოსამართლემ თავისი განაჩენის დასაბუთება უნდა წარმოადგინოს. მას შემდეგ, რაც ეს დასაბუთება იქნება წარმოდგენილი, ადვოკატები ზემდგომ ინსტანციას მიმართონ.

მოსამართლემ MI-8 ვერტმფრენის ყოფილ პილოტს ზურაბ ჩალათაშვილს, რომელიც ალექსეევკას საჰაერო ბაზაზე მსახურობდა, დანაშაულის შეუტყობინებლობაში სცნო დამნაშავედ და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მუხროვანის სატანკო ბატალიონის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ზურაბ ბზიშვილს, რომელსაც ბრალი áƒ“აუმორჩილებლობასა და ჯავშანტექნიკის უკანონო გადაადგილებაში ედებოდა, 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

განაჩენის მნიშვნელოვანი გარემოებაა ის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსამართლემ შვიდ სამოქალაქო პირის წინააღმდეგ áƒžáƒ áƒáƒ™áƒ£áƒ áƒáƒ¢áƒ£áƒ áƒ˜áƒ¡ მიერ წაყენებული ბრალდებების გადაკვალიფიცირება მოახდინა.

მათ ბრალად áƒ®áƒ”ლისუფლების ჩამოგდების მიზნით ამბოხის მოწყობაში ედებოდათ ბრალი, თუმცა მოსამართლემ დაასკვნა, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა გადაკვალიფიცირდრეს როგორც დაუმორჩილებლობაში დახმარების გაწევა. ამის გარდა, áƒ›áƒáƒ¡áƒáƒ›áƒáƒ áƒ—ლემ ისინი ასევე ცნო დამნაშავედ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვასთან დაკავშირებულ ბრალდებებში. მათი სასჯელის ვადა 10-დან 15 წლამდე პატიმრობით განისაზღვრა.

დაუმორჩილებლობასა და იარაღის უკანონო შენახვაში ბრალდებულ კიდევ ხუთ სამოქალაქო პირს 9-დან 10 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

11 იანვარს მოსამართლემ საპროცესო გარიგება დაამტკიცა კობა ოთანაძის ნათესავს, ზაზა სანოძესა და პროკურატურას შორის; შედეგად მას ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა იარაღის უკანონო ტარების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო.

Civil.Ge © 2001-2024