ნოღაიდელი რუსეთის მიმართ მის ნაბიჯებს ”პოპულარულს” უწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Jan.'10 / 11:18

ოპოზიციური მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მისი ბოლოდროინდელი კონტაქტები რუსეთის ხელმძღვანელობასთან არაპოპულარულია საქართველოში.

”ეს არის პოპულარული ნაბიჯები,” - განაცხადა მან ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში 14 იანვარს, ”საქართველოს მოსახლეობას არ უნდა რუსეთთან ურთიერთობების აწყობა და დალაგება, თუ მტრობა შენარჩუნდება. საქართველოს მოსახლეობას უნდა, რომ ამ მტრობიდან ჩვენ გადავიდეთ ნორმალურ ურთიერთობაზე მაინც... ესაა სწორედ ის შეკვეთა, რომელსაც მე ვასრულებ”.

ნოღაიდელი გასულ წელს ოთხჯერ ეწვია მოსკოვს და დეკემბრის ბოლოს გამართული ვიზიტის დროს იგი რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მის ამ ნაბიჯს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის, áƒ’ანსაკუთრებით კი რესპუბლიკური პარტიის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოყვა.

ნოღაიდელის თქმით, საქართველოს კარგი ურთიერთობები სჭირდება რუსეთთან ორი ძირითადი მიზნის გამო - ”იმისათვის, რომ საქართველოს გაერთიანების შანსი შევინარჩუნოთ და იმისათვის, რომ რუსეთი, როგორც ბაზარი დავიბრუნოთ”.

Civil.Ge © 2001-2024