აშშ-საქართველოს მოლაპარაკებები ხალხებს შორის კონტაქტებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Jan.'10 / 12:38

საქართველოს და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 21 იანვარს თბილისში შეხვედრა გამართეს, რათა ხალხებს შორის კონტაქტების და კულტურული გავცლის პროგრამების გაფართოების საკითხები განეხილათ, როგორც ამას ორ ქვეყანას შორის 2009 წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ითვალისწინებს.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის áƒ¤áƒáƒ áƒ’ლებში áƒ®áƒáƒšáƒ®áƒ”ბს შორის áƒ™áƒáƒœáƒ¢áƒáƒ¥áƒ¢áƒ”ბზე მომუშავე ჯგუფის გარდა შექმნილია კიდევ სამი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც ქარტიით განსაზღვრულ შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობენ: უსაფრთხოება, დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება. უსაფრთხოების და დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრები ოქტომბერსა და ნოემბერში თბილისში გაიმართა.  

შეხვედრაზე განხილულ იქნა განათლების სფეროში გაცვლითი პროგრამების და ინგლისურ-ენოვანი ტრენინგების გაფართოების საკითხები, ასევე საქართველოს მასშტაბით მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხები, განაცხადა სპენსერ ბოიერმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ სახალხო დიპლომატიის და სახალხო საქმეთა საკითხებში.   

ამ საკითხების გარდა, შეხვედრის მონაწილეები ასევე შეეხნენ საქართველოს სტრატეგიას სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში, რომელის ერთ-ერთი მიზანი ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის კავშირების ხელშეწყობაა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ახალი სტრატეგია სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის კავშირების გამყარების საკითხსაც მოიცავს.

”ჩვენი ამოცანაა და სწორედ იმ სტრატეგიის ამოცანაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამუშავებს, ჩვენი უბრალო მოქალაქეების, რომლებიც იქ ცხოვრობენ, დაახლოება საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან, სხვადასხვა თემების, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთმანეთთან კონტაქტის გაღრმავება, მათ შორის მათთვის განათლების შესაძლებლობების მიცემა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეში ჩვენ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა გვექნება,” - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ შეხვედრის შემდეგ.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია ჯერ დასრულებული არ არის; ამრიგად, მისი დეტალები შეხვედრაზე არ განხილულა.

”ჩვენ მოკლედ ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე ახალი სტრატეგიის მიზნების მიმართ, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და ამიტომ, ჩვენთვის არ არის ამ ეტაპზე მიზანშეწონილი მის დეტალებზე áƒ•áƒ˜áƒ¡áƒáƒ£áƒ‘როთ, სანამ დასრულებული სტარტეგია არ გვექნება,” - განაცხადა მან.

”ზოგადად რომ ვთქვათ, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ მიზნებს, რომ უზრუნველვყოთ, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე მსოფლიოს ნაწილი გახდეს და მათი ხელმისაწვდომობა დანარჩენ მსოფლიოსთან იყოს უზრუნველყოფილი,” - დასძინა აშშ-ს ელჩმა.

გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ადრეა იმ კონკრეტულ მექანიზმზე საუბარი, თუ როგორ მოხერხდება სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.  

”ეს არის ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ ყოველგვარი ზედმეტი პოლიტიზირების გარეშე, ამ შესაძლებლობების მიცემას ჩვენი მოქალაქეებისთვის,” - განაცხადა ბოკერიამ, ”რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ არსებობენ ოკუპაციური ძალები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეგვიშალოს ამაში. ჩვენ ვეცდებით, რომ გვერდი ავუაროთ ამ პოლიტიკურ ბარიერებს და ისე განვახორციელოთ ეს საქმე”.

 

Civil.Ge © 2001-2024