ზურაბიშვილი: მოსკოვთან დიალოგი ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობაა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Jan.'10 / 12:30

საქართველოს გზის ლიდერის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთთან ოპოზიციის წარმომადგენელთა დიალოგს აზრი არ აქვს მანამდე, სანამ არ ”მოვალთ ხელისუფლებაში”.

”თუ ჩვენ გაგვიყალბეს არჩევნები, ვერავინ ვერ უნდა გაბედოს ჩათვალოს, რომ ეს არის რუსეთის ხელი, მე ვარ ძალიან პრინციპული ამ საკითხში, ჩვენი ბრძოლა, ოპოზიციის ბრძოლა, არის ქვეყნის შიგნით და აქ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, გამარჯვებამდე,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 25 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოსკოვს ადგილობრივი არჩევნების გამოყენება სურს შიდა არეულობის იმიტაციისთვის და საქართველოს საბოლოოდ დასაპყრობად.

ზურაბიშვილმა ”მარგინალური” უწოდა იმ ოპოზიციურ ძალას, რომელიც ფიქრობს, რომ მოსკოვში დაიმკვიდრებს თავს.

”აზრი არ აქვს ასევე დიალოგს მოსკოვთან, როცა შენ არც ბერკეტი გაქვს, არც ქვეყნის წარმომადგენელი ხარ, არც მანდატი გაქვს შენი ხალხისგან , რომ წახვიდე და დაელაპარაკო იმ ქვეყანას, რომელსაც დღეს აღიარებული აქვს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი,” - განაცხადა მან.

”რა დროს დღეს დიალოგია მოსკოვთან, ეს არის მხოლოდ თემის გადაფარვა, ეს არის ჩვეულებრივი დივერსია, ეს არის ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობა,”- áƒ’ანაცხადა ზურაბიშვილმა.

ბოლო დროს მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენის კუთხით ყველაზე მეტად მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი, ყოფილი პრემიერი áƒ–ურაბ ნოღაიდელი აქტიურობს.

Civil.Ge © 2001-2024