ჟენევის მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Jan.'10 / 11:22

ჟენევის მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდზე, რომელიც 28 იანვარს გაიმართა, მონაწილეებმა ძალის არგამოყენების შესახებ პოტენციურ შეთანხმებაზე და საერთაშორისო უსაფრთხოების სტრუქტურაზე რაიმე პროგრესს ვერ მიაღწიეს.

თანათავმჯდომარეების განცხადებით, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დისკუსიების მომდევნო რაუნდი 30 მარტს გაიმართება.

ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს ეგიდით გამართული მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდი ჩვეულებისამებრ ორ სამუშაო ჯგუფში გაიმართა - მათგან ერთი უსაფრთხოების საკითხებზე, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობს. 

საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის და ასევე სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლები დისკუსიებში იმ სუბიექტების დაკონკრეტების გარეშე მონაწილეობენ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ - ამგვარი ფორმატი 2008 წლის ნოემბერში გამართული მეორე რაუნდის შემდეგ შეთანხმდა სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენელთა სტატუსზე áƒ£áƒ—ანხმოების თავიდან აცილების მიზნით.

მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდის დროს უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა ვერ მიაღწიეს რაიმე პროგრესს თანათავმჯდომარეების მიერ  წინა რაუნდებზე წარმოდგენილი დოკუმენტის განხილვისას, რომელიც ეხება ”ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების და საერთაშორისო უსაფრთხოების სტრუქტურის ძირითად ელემენტებს”. 

მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას თბილისსა და სოხუმს და ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის; ხოლო თბილისი ამგვარი მიდგომის კატეგორიული წინააღმდეგია და აცხადებს, რომ შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია áƒ›áƒ®áƒáƒšáƒáƒ“ რუსეთსა და საქართველოს შორის და ის ასევე უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებს სეპარატისტულ რეგიონებში და საბოლოო ჯამში საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის ”დეოკუპაციას”.

მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდზე მონაწილეებმა ასევე განიხილეს ”დროებითი ნაბიჯები” - ეს ის დოკუმენტია, რომელიც შუამავლებმა სხდომის დაწყებამდე გაავრცელეს.

”ჩვენ უფრო შემოქმედებითად უნდა მივუდგეთ საკითხს და შევთანხმდეთ დროებით ნაბიჯებზე, რადგანაც  უსაფრთხოების მუდმივმოქმედი სტრუქტურის შემუშავებას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს,” - განაცხადა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ყაზახეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბოლათ ნურგალიევმა მოლაპარაკებების შემდეგ.

მისი თქმით, დისკუსიების მეცხრე რაუნდი ”მნიშვნელოვანი ნაბიჯი” იყო რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში თანათავმჯდომარეები áƒáƒ¦áƒœáƒ˜áƒ¨áƒœáƒáƒ•áƒ”ნ, áƒ áƒáƒ› სიტუაცია ადგილზე ”შეფასდა, როგორც შედარებით მშვიდი”.

”ცალკეული ინციდენტები, კერძოდ კი სროლა და დაკავებები, კვლავ შეშფოთების საგნად რჩება. თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ეს ინციდენტები 2009 წლის 18 თებერვალს შექმნილი ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში უნდა განიხილებოდეს,” - ნათქვამია განცხადებაში.

მაშინ როდესაც აფხაზეთთან მიმართებაში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები გალში áƒ áƒ”გულარულად იმართება, ცხინვალის რეგიონთან მიმართებით ამ სტრუქტურის მუშაობა შეწყვეტილმისი მუშაობა რეგულარულ რეჟიმში áƒ›áƒ˜áƒ›áƒ“ინარეობს, ცხინალის რეგიონთან áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜ მუშაობა შეწყვეტილია.

ცხინვალის განხცადებით, იგი ამ მექანიზმის მუშაობაში მანამ არ მიიღებს მონაწილეობას, სანამ თბილისი არ მიაწვდის ინფორმაციას დაკარგული ან დაკავებული ოსი მოქალაქეების შესახებ.

ეს საკითხი ჟენევის დისკუსიების მეცხრე რაუნდზეც იქნა განხილული.

თანათავმჯდომარეებმა ასევე აღნიშნეს განცხადებაში, რომ ”საერთო მიზანი” დაკავებულ პირებთან მიმართებაში უნდა იყოს ორივე მხრიდან ყველას საბოლოო გათავისუფლების მიღწევა.

Civil.Ge © 2001-2024