”პირველი კავკასიურის” სატელიტური მაუწყებლობა შეწყდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Jan.'10 / 12:53

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გია ჭანტურია პარიზში იმყოფება, რათა დაარწმუნოს ევროპის წამყვანი სატელიტური ოპერატორი კომპანია Eutelsat, რათა მან განაგრძოს áƒ¡áƒáƒ–ოგადოებრივი მაუწყებლის áƒ áƒ£áƒ¡áƒ£áƒšáƒ”ნოვანი არხის ”პირველი კავკასიურის” სატელიტური მაუწყებლობა.

ეს არხი ეთერში იანვრის დასაწყისში ჯერ ინტერნეტით გავიდა, ხოლო 15 იანვრიდან უკვე სატელიტური მაუწყებლობაც დაიწყო.

თითქმის ორი კვირა ”პირველი კავკასიური” Eutelsat-ის ახალ W7 სატელიტზე 36 გრადუსზე გადიოდა (W7 - 36° East), 
რაც áƒ áƒ£áƒ¡áƒ”თსა და დსთ-ს სხვა სახელმწიფოებში, ასევე ევროპასა და აფრიკაში მაუწყებლობის საშუალებას იძლევა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ისევე როგორ ბევრი რუსული არხები ანალოგიური მდებარეობიდან არიან ხელმისაწვდომები.

Eutelsat-მა ”პირველი კავკასიურის” მაუწყებლობა იმ მოტივით შეაჩერა, რომ საცდელ პერიოდს ვადა გაუვიდა, ხოლო ახალი კონტრაქტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჯერ áƒáƒ  გაფორმებულა.

გაზეთმა Le Figaro-მ ამ თემაზე 27 იანვარს გამოაქვეყნა სტატია, სადაც გამოთქმულია ვარაუდი, რომ Eutelsat-ის გადაწყვეტილების უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს. გაზეთი თბილისში მყოფ ანონიმურ დიპლომატზე დაყრდნობით წერდა, რომ Eutelsat რუსეთის მხრიდან ”ძლიერ ზეწოლას განიცდის”, რათა მან არ დადოს კონტრაქტი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ დაგმეს ”პირველი კავკასიური”, როგორც საქართველოს ”ანტი-რუსული პროპაგანდის” ნაწილი და  ჩრდილოეთ კავკასიაში ”ექსტრემისტული იდეოლოგიის” დანერგვის მცდელობა.

გია ჭანტურიამ 29 იანვარს რადიო ”თავისუფლების” რუსულენოვან ”ეხო კავკაზა”-ს განუცხადა, რომ ”უცნაური სიტუაცია” შეიქმნა.

მისი თქმით, სატესტო პერიოდის შემდეგ, კონტრაქტი ძალაში 31 იანვრიდან უნდა შესულიყო. ”მაგრამ უცებ პრობლემები გაჩნდა და ახლა მათ მოგვარებას ვცდილობთ,”- განაცხადა ჭანტურიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპერატორმა კომპანიამ თავდაპირველად პრეტენზიები გამოთქვა არხის შინაარსთან დაკავშირებით, თუმცა შემდეგ ”პირველი კავკასიურის” გათიშვის მიზეზად ტექნიკურ პრობლემები დაასახელა.

Civil.Ge © 2001-2024