სოხუმი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ თბილისის სტრატეგიას აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Feb.'10 / 11:30

სოხუმმა áƒ›áƒ™áƒáƒªáƒ áƒáƒ“ გააკრიტიკა საქართველოს მთავრობის ახალი დოკუმენტი, რომელიც ორი სეპარატისტული რეგიონის მიმართ ქვეყნის სტრატეგიას განსაზღვრავს და შეაფასა ის, როგორც ”ინსტრუქცია, თუ რა არ უნდა გააკეთოს აფხაზეთმა”.

დოკუმენტი სახელწოდებით ”სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით” საქართველოს მთავრობამ 27 იანვარს დაამტკიცა. დოკუმენტში, რომელიც მთავრობის განცხადებით, ფართო დისკუსიების შედეგად შეიქმნა, ნათქვამია, რომ ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას საქართველო მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავს, ”გამორიცხავს კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტას” და ორიენტიებულია ”გამყოფი ხაზებით განცალკევებულ” მოსახლეობის შერიგებისკენ და ნდობის აღდგენისაკენ.

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა 2 თებერვალს, რომ სტრატეგია საქართველოს ხელისუფლების მიერ გალის მოსახლეობის ”მსუბუქი მოსყიდვაა”.

”ჩვენ მზად ვართ დაველაპარაკოთ საერთაშორისო სტრუქტურებს, თუ ისინი გალელებს აფხაზეთის áƒ›áƒ®áƒ áƒ˜áƒ“ან გაუწევენ დახმარებას. თუ ეს საქართველოს გავლით გაკეთდება, ჩვენ ამას ყველანაირად შევეწინააღმდეგებით,” - იტყობინება ”აფსნიპრესი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.

მან ეს განცხადება აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა, სადაც გალის რაიონში არსებული ვითარება განიხილებოდა. 29 იანვარს გალში ნაღმის აფეთქებას ერთი ადგილობრივი áƒ›áƒ˜áƒšáƒ˜áƒªáƒ˜áƒ”ლი და ორი სამოქალაქო პირი áƒ”მსხვერპლა.

”ჩვენ ამ თემაზე არც ვისაუბრებთ. ამ პროგრამის საპასუხოდ ჩვენ გავაძლიერებთ საზღვარს მდინარე ენგურზე და არ დავრთავთ ნებას, რომ გალის რაიონში ”მეხუთე კოლონა” შექმნან. წარმომიდგენია, უკვე რამდენიმე ადამიანი ყავთ გადაბირებული და დარბიან რეგიონში,” - განაცხადა ბაღაფშმა.

მან გააფრთხილა სამართალდამცავი სტრუქტურები თვალი ადევნონ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში არიან ეჭვმიტანილები.

სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა იმავე შეხვედრაზე, რომ საქართველოს წარმომადგენლები 28 იანვარს ჟენევის დისკუსიების მეცხრე რაუნდზე ”ცდილობდნენ გადაეცათ” აფხაზეთის დელეგაციისთვის ეს დოკუმენტი.

”აფხაზეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მის წაკითხვასაც არ აპირებენ და გააფრთხილეს, რომ თუ მომდევნო დისკუსიებზეც შეეცდებიან ამ ე.წ. სტრატეგიის შეთავაზებას, ისინი ადგებიან და დატოვებენ შეხვედრას, დოკუმენტი კი მაგიდაზე დარჩება,” - იტყობინება ”აფსნიპრესი” შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.

”ჩვენ არ ვართ ოკუპირებული ტერიტორია და ამ თემაზე საუბარსაც კი არ ვაპირებთ. და მეორეც, ამ დოკუმენტს განვიხილავთ, როგორც აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების გეგმას. ჩვენთვის ეს არის ინსტრუქცია, თუ რა არ უნდა გააკეთოს აფხაზეთმა,” - დასძინა მან.

 

Civil.Ge © 2001-2024