![]() |
|||
საქართველოს ხელისუფლებამ ყოფილ დემოკრატ კონგრესმენთან რიჩარდ გეფჰართთან იანვარში ერთწლიანი კონტრაქტი დადო, რომლის მიხედვითაც მისი კომპანია საქართველოს ხელისუფლებას ლობირებას გაუწევს ვაშინგტონში. კომპანია Gephardt Group Government Affairs-ის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ერთწლიანი კონტრაქტის ღირებულება 436 800 აშშ დოლარია. კომპანია იღებს ვალდებულებას გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას ლობისტური და მთავრობასთან ურთიერთობის მომსახურეობა აშშ-ის კონგრესსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025