პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, - განაცხადა სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანგალაძემ 11 თებერვლის საღამოს. ”საქართველოს პრეზიდენტსა და უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს შორის საკმაოდ თბილი და კეთილგანწყობილი სატელეფონო საუბარი შედგა,” - განაცხადა მანჯგალაძემ. ”მიხეილ სააკაშვილმა ვიქტორ იანუკოვიჩს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ხოლო ურაინელ ხალხს წარმატები, ეკონომუკური და დემოკრატიული განვითარება უსურვა,"-აღნიშნა მან. |
|||
Civil.Ge © 2001-2025