ბაღაფშის ინაუგურაცია სოხუმში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Feb.'10 / 13:17

სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტად ინაუგურაცია 12 თებერვალს გაიმართება ორი თვის თავზე, რაც ის მეორე ვადით იქნა არჩეული ხმათა 60%-ით.

სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებით, ინაუგურაციის ცერემონიალში უცხოელი სტუმრებიდან მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვი; მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი; ასევე რუსეთის სამხრეთ ფედერალური ოლქების ხელმძღვანელები; ოფიციალური პირები ვენესუელადან და ნიგარაგუადან  - ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსეთთან და ნაურუსთან ერთად აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.

აფხაზური და რუსული საინფორმაციო წყაროების თანახმად, ინაუგურაციის áƒ¨áƒ”მდეგ მოსალოდნელია áƒªáƒ•áƒšáƒ˜áƒšáƒ”ბები სეპარატისტული რეგიონის მთავრობის შემადგენლობაში; კერძოდ, áƒ¡áƒ”რგეი შამბა, რომელსაც უკვე მრავალი წელია,  საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი უკავია, პრემიერ-მინისტრი გახდება.

ალექსანდრე ანქვაბი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, áƒ‘აღაფშთან ერთდად იღებდა არჩევნებში მონაწილეობას როგორც მისი áƒ•áƒ˜áƒªáƒ”-პრეზიდენტობის კანდიდატი და ის ახლა ამ თანამდებობას დაიკავებს.

შამბას, რომელიც დე ფაქტო საგარეო უწყებას 1997 წლიდან ხელმძღვანელობს, მისი მოადგილე მაქსიმ ღვინჯია შეცვლის. ღვინჯია ჟენევის მოლაპარაკებებში აფხაზური დელეგაციის წევრია.

Civil.Ge © 2001-2024