ალასანია ოპოზიციის გაერთიანების საჭიროებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Feb.'10 / 12:15

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცახდა, რომ ერთიანობის შემთხვევაში ოპოზიციის გამარჯვება ადგილობრივ არჩევნებში ”გარდაუვალი იქნება”.

”ეს ბუნებრივია, რომ ჩვენ საერთო ძალებით, ერთიანი კანდიდატით უნდა გავიდეთ ამ არჩევნებზე. ამ შემთხვევაში გამარჯვება იქნება გარდაუვალი. ამიტომაც, ჩვენ ამ ერთობას აუცილებლად შევქმნით... პროცესში ვართ მოლაპარაკების, ერთობა შეიძლება სხვა ფორმებითაც იქნას მიღწეული,” - განაცხადა ალასანიამ 16 თებერვალს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

ირაკლი ალასანია თბილისის მერის კანდიდატად აპირებს კენჭისყრას, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად áƒ§áƒáƒ¤áƒ˜áƒšáƒ˜ სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მოიაზრება.

თბილისის მერი პირდაპირი წესით, 30%-იანი ბარიერით აირჩევა. გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას, თუმცა არანაკლებ 30%-ისა, დააგროვებს. ბევრი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, რასაც ოპოზიციური ხმების დაყოფა მოყვება, áƒ®áƒ”ლსაყრელ ვითარებაში áƒáƒ›áƒŸáƒáƒ›áƒ˜áƒœáƒ“ელი მერი გიგი უგულავა აღმოჩნდება.
 

Civil.Ge © 2001-2024