სააკაშვილი: რუსეთ-საფრანგეთის გარიგება სამხედრო შესყიდვაზე ”ძალიან სარისკოა”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Feb.'10 / 18:24

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ფრანგული უნივერსალური სადესანტო ხომალდის “მისტრალის” შესაძლო შესყიდვა საფრთხეს უქმნის მის მეზობლებს და დასძინა რომ ამ გარიგებაზე კიდევ უფრო შემაშფოთებელი მოსკოვის მიერ ფრანგული ჯავშანტექნიკის შესაძლო შესყიდვაა.

18 თებერვალს ლონდონში ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხომალდის შესაძლო მიყიდვა ”ძალიან უჩვეულო და ძალიან, ძალიან სარისკოა”, ხოლო ”ტანკების საკითხი áƒáƒ—ჯერ კიდევ უფრო” შემაშფოთებელი.

ფრანგულმა კომპანია Panhard-მა განაცხადა მიმდინარე კვირას, რომ იგი განიხილავს რუსეთისთვის áƒ áƒáƒ›áƒáƒ“ენიმე áƒáƒ—ხადგილიანი, მსუბუქი ჯავშანმანქანის მიყიდვის საკითხს.

სააკაშვილის თქმით, თუ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ”ტანკებს, გემებს, და რაკეტებს შეიძენს - ტექნოლოგიები, რომლის შეძენის სურვილი მას ასევე გააჩნია - ჩვენ ძალიან, ძალიან სარისკო ზონაში აღმოვჩნდებით,” იტყობინება Wall Street Journal-ი.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პარიზთან ამ საკითხზე მოსაზრებების ”არაფორმალური გაცვლა” ჰქონდა, თუმცა ოფიციალური პროტესტი საქართველოს არ გამოუხატავს The Times-ის ინფორმაციით, სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეეცდება მოლაპარაკებები გამართოს საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან, რომელმაც რუსეთისთვის ”მისტრალის” მიყიდვის შესახებ თანხმობა განაცხადა, მაგრამ ამის შესახებ ოფიციალური განაცხადი ჯერ არ გაუკეთებია. 

სააკაშვილის ვარაუდით, ”მისტრალის” შეძენით რუსეთი საფრანგეთს ”აჯილდოვებს” იმისთვის, რომ პარიზმა áƒ™áƒáƒ¢áƒ”გორიულად არ მოთხოვა áƒ›áƒáƒ¡áƒ™áƒáƒ•áƒ¡ სრულად შეესრულებინა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით დაიდო. 

საფრანგეთის ელჩმა თბილისში ერიკ ფურნიემ განუცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს, რომ რუსეთის სურვილი შეიძინოს ფრანგული ხომალდი ”პრინციპში დადებითად იქნა მიღებული” პარიზის მიერ.

"მაგრამ გრძელდება მისი განხილვა და დისკუსიები, რათა დაზუსტდეს რუსეთის მოლოდინის არსი და საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოების პასუხი," - აღნიშნა ფურნიემ განცხადებაში, რომელიც მან ქართულად წაიკითხა.

ლონდონში ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილმა ასევე გააკრიტიკა áƒ™áƒáƒ›áƒžáƒáƒœáƒ˜áƒ Eutelsat-ი, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვან ”პირველ კავკასიურს” მის ერთ-ერთი სატელიტიდან მაუწყებლობის საშუალება არ მისცა.

”მათ პოლიტიკური მოტივით გათიშეს ის [”პირველი კავკასიური”]- იმიტომ, რომ რუსეთს ის არ მოსწონს,” - იტყობინება Wall Street Journal-ი სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელის განხილვას Eutelsat-ის წინააღმდეგ  - კომპანიის, რომლის აქციათა 25%-ს საფრანგეთის სახელმწიფო ფლობს - áƒžáƒáƒ áƒ˜áƒ–ის კომერციულ დავათა სასამართლო 22 თებერვალს დაიწყებს. 

Civil.Ge © 2001-2024