სუბარი მერობის ერთიანი კანდიდატის სოციოლოგიური კვლევით გამოვლენისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Feb.'10 / 17:20

სოზარ სუბარმა, ყოფილმა ომბუდსმენმა და ალიანსი საქართველოსთვის თანათავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის ”დაუშვებლად” მიიჩნევს მერის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის პრაიმერის გზით გამოვლენას და სანაცვლოდ, სოციოლოგიური კვლევის ფორმას სთავაზობს.

”ერთიანი კანდიდატის შერჩევის ყველასთვის მისაღებ ერთადერთ მოდელად მესახება  საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც, ერთის მხრივ,  გამოხატავს ხალხის განწყობას  და მეორეს მხრივ, ამ პროცესში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასაც აგვაცილებს თავიდან,”- ნათქვამია წერილობით განცხადებაში, რომელიც საზღვარგარეთ მყოფმა სუბარმა დღეს გაავრცელა.

ამ განცხადებით სუბარი áƒ¨áƒ”უერთდა ”ალიანსის” თანათავმჯდომარეების პოზიციას ახალი მემარჯვენეებიდან და რესპუბლიკელებიდან, რომელთა განცხადებით, პრაიმერი ხელისუფლების ხაფანგია, რომელიც მანიპულაციების გზით ოპოზიციის სუსტი კანდიდატის გამარჯვების შესაძლებლობას ქმნის.

ირაკლი ალასანიას პარტია ”ალიანსისგან” დამოუკიდებლად ჩაერთო დღეს ერთიანი კანდიდატის შერჩევის თაობაზე კონსულტაციებში, რომლის ფარგლებშიც ასევე უნდა გამოიკვეთოს კანდიდატის შერჩევის მექანიზმი. áƒáƒšáƒáƒ¡áƒáƒœáƒ˜áƒ პარტნიორებმა ”ალიანსიდან” áƒžáƒ áƒáƒ˜áƒ›áƒ”რის წინააღმდეგ გააფრთხილეს.  

სუბარის თქმით, მისთვის ერთობა მნიშვნელოვანია და ”სწორედ ეს იყო ჩემთვის მიმზიდველი, როცა ალიანსს შევუერთდი”. სუბარი ”ალიანსში” სექტემბერში გაწევრიანდა და ის áƒ—ბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა. 

მან ასევე განაცხადა, რომ ”კატეგორიულად” არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებით არაფერი შეიცვლება. ”ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გონივრული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში გამარჯვება სავსებით áƒ¨áƒ”საძლებელია,”- აღნიშნა სუბარმა. 

Civil.Ge © 2001-2024