სალომე ზურაბიშვილი: ”ნოღაიდელი პროვოკაციაა”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Feb.'10 / 02:42

”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ ზურაბ ნოღაიდელის გამოჩენამ პოლიტიკურ არენაზე ”გამოიწვია არა ერთობა, არამედ ოპოზიციის გახლეჩვა, არა ოპოზიციის გაძლიერება, არამედ ოპოზიციის დისკრედიტაცია.”

”ჩვენ ვართ პროვოკაციის წინაშე. ამ პროვოკაციას ჰქვია ნოღიდელი," - განაცხადა ზურაბიშვილმა. ”ჩვენ ამ პროვოკაციიდან უნდა გამოვიდეთ ძალიან მარტივად, ძალიან წყნარად; უნდა გავმიჯნოთ ჩვენი თავი ნოღაიდელისგან.”

”ბრძოლა გრძელდება, იგი გადის არჩევნების ხაზზე, ბრძოლა არ გადის მოსკოვზე, მოსკოვის ხელი არ გვჭირდება, იმისთვის, რომ სააკაშვილი ამ თამაშიდან გავიყვანოთ და ქვეყანა თავის თავს დაუბრუნოთ... ერთობა აუცილებელია, მაგრამ არა ყველაფრის ფასად. ერთობა აუცილებელი არის არა იმ ფასად, რომ პრინციპებს და ქვეყანას გადავაბიჯოთ.”

”ეს არის ხელისუფლების გეგმა, რამდენი ხანია ხელისუფლება ცდილობს და ვერ ახერხებდა რომ წრე შეეკრა. წრე, სადაც ოპოზიცია არის რუსეთი, რომ ოპოზიციას უნდა დესტაბილიზაცია,” - დასძინა ზურაბიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მერობის კანდიდატად ის კვლავ მხარს უჭერს ირაკლი ალასანიას, თუმცა იქვე დასძინა, რომ ალასანიამ ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ ლიდერია და რომ ამისთვის მას ჯერ დრო კიდევ დარჩა.

”კანდიდატი არის ერთადერთი, ირაკლი ალასანია. მან თავი ლიდერად უნდა წარმოაჩინოს. სხვა სანდო კანდიდატი ამ ქვეყანაში აღარ არსებობს. ამიტომ ან იქნება  ის ლიდერი  ან ვერ იქნება. [ალასანიას] ნაბიჯები აქვს  გადასადგმელი. დრო კიდევ წინ არის,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან მოძრაობა დაიცავი áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს ლიდერზე ლევან გაჩეჩილაძეზე საუბრისას, რომელიც ასევე მოიაზრება მერობის პოტენციურ კანდიდატად, განაცხადა, რომ áƒ’აჩეჩილაძეს ნდობა აქვს დაკარგული.  

Civil.Ge © 2001-2024