პარლამენტმა ნიდერლანდებში ახალი ელჩი დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Feb.'10 / 18:12

დღეს პარლამენტმა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე შოთა ღვინერია დაამტკიცა.

ღვინერია საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპულ საქმეთა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მან ელჩის თანამდებობაზე მაია ფანჯიკიძე შეცვალა. ეს უკანასკნელი ელჩად სამი წლის წინ დაინიშნა.

დღესვე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ვატიკანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონის უფლებამოსილების გაგრძელებას.

Civil.Ge © 2001-2024