სალომე ზურაბიშვილის პარტია საქართველოს გზა მიესალმება ალიანსი საქართველოსთვის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ალასანია არის ოპოზიციის საერთო კანდიდატი და მის გამოსავლენად პრაიმერის ან სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარების საჭიროება არ არსებობს. საქართველოს გზა ასევე აცხადებს, რომ ეთანხმება დებულებას იმის, შესახებ რომ ”ყველა ოპოზიციურ პარტიას ალიანსი უღებს კარს, ვინც ყოფილ პრემიერს ზურაბ ნოღაიდელს გაემიჯნება”. ზურაბიშვილის პარტია ასევე ემიჯნება წინასწარ გამოცხადებულ ”ჭექა-ქუხილს”, რომელიც, შესაძლოა, არჩევნების გაყალბებას მოჰყვეს. ტერმინი ”ჭექა-ქუხილი” პირველად დაიცავი საქართველოს დამფუქნებლებმა - ძმებმა გია და ლევან გაჩეჩილაძეებმა გამოიყენეს. ”ეს მუქარა სრულიად განსხვავებულია ლეგიტიმური პროტესტისაგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს გაყალბებულ არჩევნებს, არამედ მას გარკვეულად ხელიც შეიძლება შეუშალოს,”- ნათქვამია ზურაბიშვილის პარტიის განცხადებაში. იმავდროულად, ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიებს ”გამოკვეთილი ლიდერი ყავს ირაკლი ალასანიას სახით და ზედმეტი უნდა ყოფილიყო პრაიმერი და სოციოლოგიური გამოკითხვა”. |
|||
Civil.Ge © 2001-2025