ინგა გრიგოლია თბილისის საკრებულოს არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Mar.'10 / 17:17

ყოფილი ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია თბილისის საკრებულოს წევრობისთვის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პარტიულ სიას სათავეში ჩაუდგება, áƒ’ანაცხადა 10 მარტს მოძრაობის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ. 

”ტანდემი თბილისის მერის პოსტზე გია ჭანტურიას სახით, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ინგა გრიგოლიას სახით არის ის შეთავაზება, რომელიც გულგრილს არ დატოვებს ჩვენი დედაქალაქის არცერთ მცხოვრებს და ეს იქნება სერიოზული განაცხადი მთელი საქართველოსთვისაც,”- აღნიშნა მან.

გრიგოლიამ, რომელიც წლების მანძილზე სხვადასხვა ტელეკომოპანიებში სხვადასხვა თოქ-შოუებს უძღვებოდა, განუცხადა ”რუსთავი 2”-ს ლონდონიდან, რომ მისთვის ეს იქნება ”სერიოზული ბრძოლა”, áƒ¡áƒáƒ“აც მისი მთავარი მოწინააღმდეგე იქნება ხელისუფლების ჯერ კიდევ დაუსახელებელი კანდიდატი, და არა კონკურენტები ოპოზიციიდან. 

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ბევრი წევრი, მათ შორის პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე, გრიგოლიას კოლეგები იყვნენ, როდესაც ისინი ორი წლის წინ ტელეკომპანია ”იმედში” მუშაობდნენ.  

იმავდროულად, 9 მარტს ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ თბილისის მერობის კანდიდატის გია ჭანტურიას áƒ¡áƒáƒáƒ áƒ©áƒ”ვნო შტაბი გახსნა. ჭანტურია, რომლის თქმითაც, ის არც ოპოზიციური და áƒáƒ áƒª სახელისუფლებო ფიგურა არ არის áƒ“ა მითუმეტეს, არც პოლიტიკოსია, ახორციელებს კამპანიას დევიზით ”დასაქმება და დაბალი ტარიფები” - კომუნალური გადასახადების შემცირება áƒ¬áƒ§áƒáƒšáƒ–ე, ელექტროენერგიაზე და გაზზე.   

 

Civil.Ge © 2001-2024