ჰოლანდიაში ყოფილი ელჩის თქმით, ოფიციალური მიზეზის გარეშე გაათავისუფლეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Mar.'10 / 17:20

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ მისი აზრით, თანამდებობიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ალიანსი საქართველოსთვის ლიდერის ირაკლი ალასანიას ნათესავია. ამ მოსაზრებას ირაკლი ალასანიაც იზიარებს.

მაია ფანჯიკიძე ალასანიას ცოლისდაა. ის 1994 წლიდან დიპლომატიურ სამსახურშია და 2007 წლის თებერვალში ჰოლანდიაში დანიშვნამდე, გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობდა. პრეზიდენტის მიერ ფანჯიკიძის გათავისუფლების შემდეგ პარლამენტმა ჰოლანდიაში მისი შემცვლელი უკვე დაამტკიცა.

”ოფიციალური მიზეზი იმისა, თუ რატომ შემიწყდა ერთი წლით ადრე უფლებამოსილება, ჩემთვის უცნობია, იმიტომ რომ არც ერთ განკარგულებაში, რომელიც მომივიდა, ასეთი მიზეზი არ წერია,”- აცხადებს ყოფილი ელჩი რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსთვის áƒ›áƒ˜áƒªáƒ”მულ ინტერვიუში.

ფანჯიკიძის თქმით, არაოფიციალური მიზეზი, რაც მას ასევე ”დაუდასტურა” ერთი კვირის წინ ჰოლანდიაში ვიზიტით მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, იყო ის, რომ საელჩომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია ერთ ”მაღალ თანამდებობის პირს”, რომელიც ორი თვის წინ თავის მეუღლესთან ერთად ჰოლანდიის მაღაზიაში ”უსაფუძვლოდ” დააკავეს.

აღნიშნული თანამდებობის პირი მთავრობის კანცელარიის აპარატის უფროსი დავით კერესელიძე აღმოჩნდა, რომელმაც დღეს პირველ არხთან საუბარში დაადასტურა ჰოლანდიაში მომხდარი ინციდენტი და ყოფილი ელჩი მის მიმართ ”გულგრილობაში” დაადანაშაულა. ”მე წარმომიდგენია რიგით მოქალაქეებს როგორ შეიძლება მოექცეს ასეთი ’პროფესიონალი’ დიპლომატი,”- განაცხადა მან.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 მარტს áƒ”ლჩის გათავისუფლების მიზეზებზე ანალოგიური განმარტება გააკეთა. áƒ¡áƒáƒ›áƒ˜áƒœáƒ˜áƒ¡áƒ¢áƒ áƒáƒ¡ ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ია მახარაშვილმა Civil.ge-ს განუმარტა, რომ სამინისტრო ამ ფაქტის განსაჯაროებისგან თავს იკავებდა, თუმცა ”იძულებული გახდა” მიზეზებზე ესაუბრა მას შემდეგ, რაც თავად ფანჯიკიძემ გააკეთა განცხადება. 

”ელჩი ვალდებულია დაიცვას ყველა მოქალაქის უფლება ადგილსამყოფელ ქვეყანაში და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ელჩი არ უნდა ელოდებოდეს იმის გარკვევას, თუ რა თანამდებობა უკავია მოქალაქეს, რომელსაც ინციდენტი შეემთხვა,”- განაცხადა მან. 

სამინისტროს წარმომადგენლის áƒ—ქმით, ელჩის გამოწვევაზე გადაწყვეტილება ოფიციალური მოკვლევის შემდეგ იქნა მიღებული თანამდებობრივი მოვალეობების ”არაჯეროვანი შესრულების” გამო, არა არა პოლიტიკური თუ ნათესაური ნიშნით. ”გვინდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ მის მიერ აღნიშნული ნათესავი ოპოზიციაში იყო გადასული, როცა ქალბატონი ფანჯიკიძე ხელახალა დაინიშნა თანამდებობაზე 2008 წლის დეკემბერში,”- განაცხადა მახარაშვილმა.

თუმცა მაია ფანჯიკიძის განცხადებით, áƒ¡áƒáƒ”ლჩომ áƒ›áƒáƒ›áƒ®áƒ“არ ინციდენტთან დაკავშირებით ”იმწუთასვე” დაიწყო ყველა საჭირო პროცედურა. მისი თქმით, ეს ფაქტი მის წინააღმდეგ საბაბად იქნა გამოყენებული, რეალური მიზეზი კი ირაკლი ალასანიასთან ნათესაური კავშირი იყო. 

ალასანიამ 16 მარტს განაცხადა, რომ ფანჯიკიძის გათავისუფლება ”მოულოდნელი” იყო.

”გამორიცხული არ არის და შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩემს ირგვლივ გახდა განსხვავებული აზრის გამო რეპრესიის მსხვერპლი,”- განაცხადა მან

 

 

Civil.Ge © 2001-2024