EBRD-მ და საქართველომ 180 მლნ ევროს ღირებულების ორი პროექტი გააფორმეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Mar.'10 / 14:52

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს 180 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს ორი მსხვილი პროექტის დასაფინანსებლად - ერთი, თბილისის ახალი შემოვლითი სარკინიგზო ხაზის, ხოლო მეორე, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს.

100 მილიონი ევრო გამოიყოფა თბილისის ცენტრიდან სარკინიგზო ხაზის ქალაქის ჩრდილოეთით, 10 კილომეტრის მოშორებით გადატანის მიზნით.  áƒ áƒ™áƒ˜áƒœáƒ˜áƒ’ზის ეს მონაკვეთი საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნით ტვირთების მოძრაობის მთავარ მარშრუტს წარმოადგენს.

80 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოიყოფა ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” ზესტაფონსა და გარდაბანს შორის 315 კილომეტრიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ასაშენებლად. პროექტი ასევე მოიცავს თურქეთის საზღვართან ახლოს - ახალციხეში, ახალი ქვესადგურის მშენებლობას, რომელიც საქართველოს და თურქეთის ელექტროსისტემებს დააკავშირებს.

”ეს პროექტი კარს გაუღებს შემდგომ ინვესტიციებს ელექტროგენერაციის სექტორში, კერძოდ განახლებადი ენერგიის სფეროში, რისთვისაც კავკასიის რეგიონს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია,” - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა თომას მიროუმ 17 მარტს თბილისში გამართული ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა თომას მიროუსთან შეხვედრაზე, რომ ორივე პროექტს ”ისტორიული” მნიშვნელობა აქვს.

პროექტს, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით, თანადაფინანსებას უწევს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), European Union Neighboring Investment Facility და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KFW). 

სავარაუდოდ, თბილისის შემოვლითი სარკინიგზო პროექტის თანადაფინანსება მოხდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ და European Union Neighboring Investment Facility-ის გრანტით, ასევე გერმანიის მთავრობის მიერ დამატებით გამოყოფილი გრანტით.  

Civil.Ge © 2001-2024