თბილისმა ექვსი დაკავებული ოსი გაათავისუფლა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Mar.'10 / 20:02

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოთხი მკვიდრი და რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც ქართველმა სამართალდამცავებმა 2008 წლის ოქტომბერსა და 2010 წლის იანვარს შორის პერიოდში დააკავეს, გათავისუფლებულები არიან, განაცხადა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ სამშაბათს.

სამხრეთ ოსეთის სამი მკვიდრი: იანვარში დაკავებული გენადი ფლიევი; 2009 წლის სექტემბერსა და დეკემბერში დაკავებულები ვადიმ ტადთაევი და ხათუნა ჩარაევა 29 მარტს გაათავისუფლეს; დანარჩენი სამი კი, მათ შორის ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი ორი რუსეთის მოქალაქე (ორივე 2009 წლის აგვისტოში დაკავებული) და  სამხრეთ ოსეთის ერთი მცხოვრები, რომელიც 2008 წლის ოქტომბრიდან იყო დაკავებული, 30 მარტს გაათავისუფლეს.

უმეტესობა მათგანს უკვე მისჯილი ჰქონდა ან ბრალად ედებოდა იარაღის უკანონო ტარება ან ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა; ეს უკანასკნელი ბრალდება წაყენებული ჰქონდათ რუსეთის მოქალაქეებს ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალის რეგიონში უკანონოდ შემოსვლის გამო. ხათუნა ჩარაევა დაკავებული იქნა თბილისში და მას, áƒ’ამოძიების მტკიცებით, ყალბი áƒ“ოლარები აღმოაჩნდა. 

გათავისუფლების შემდეგ, ზოგიერთმა მათგანმა, როგორც სეპარატისტული ხელისუფლების ვებ-გვერდი იტყობინება, განუცხადა ჟურნალისტებს ცხინვალში, რომ  მათი საქმეები მოისმინა სააპელაციო სასამართლომ და საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლა დანაშაულის აღიარების შემდეგ. მათ ასევე განაცხადეს, რომ დანაშაულის აღიარება გათავისუფლების სანაცვლოდ მოუწიათ.

Civil.Ge © 2001-2024