სუბარის წინადადებაზე მოლაპარაკებები იგეგმება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Apr.'10 / 17:12

ალიანსი საქართველოსთვის თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ იგი არჩევნებში მონაწილე რამოდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან კონსულტაციებს იწყებს, რათა 31 მარტს გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნებულ სტატიაში გახმოვანებული წინადადებები განიხილოს.

კერძოდ, სუბარი უარს ამბობს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე იმ პიროვნების სანაცვლოდ, ვიზეც შეთანხმდება ოპოზიცია და თან, იმავდროულად, მხარს დაუჭერს ”ალიანსის” ლიდერს, ირაკლი ალასანიას თბილისის მერის არჩევნებში.

საზოგადოებრივი მოძრაობის ”დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე მიესალმა სუბარის áƒ¬áƒáƒ›áƒáƒ¬áƒ§áƒ”ბას და მას ოპოზიციის შიგნით ”ფართო შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯი” უწოდა. თუმცა, მან ისიც განაცხადა, რომ იგი საკრებულოს თავმჯდომარედ კენჭს არ იყრის.

ეროვნულმა საბჭომ, რომელიც ზურაბ ნოღაიდელის პარტიას მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, კონსერვატორებს და ხალხის პარტიას აერთიანებს, განაცხადა, რომ მზად არის სუბარის შემოთავაზება განიხილოს. თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის გზით ერთიანი კანდიდატის შერჩევის მომხრეა, ნაცვლად იმისა, რომ უპირობოდ დაუჭიროს მხარი ირაკლი ალასანიას.

მრეწველთა პარტიის ლიდერმა გოგი თოფაძემ, რომელიც ასევე მერობის კანდიდატია, განაცხადა, რომ მზად არის მიიღებს მონაწილეობას კონსულტაციებში. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში ერთიან კანდიდატზე შეთანხმების მიღწევა წარმოუდგენლად მიაჩნია. ”მაგრამ თუ მოხდა ასეთი შეთანხმება, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ,” - áƒ’ანაცხადა 2 აპრილს áƒ’ოგი თობაძემ ”იმედისთვის” მიცემულ კომენტარში.

თებერვლის დასაწყისში ალასანია თავად შეეცადა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმებისთვის მიეღწია, თუმცა მისი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და ალიანსის შიგნით ხანმოკლე უთანხმოებაც კი გამოიწვია.

სუბარის ქმედება გარკვეულწილად ალასანიას წინა მცდელობას წააგავს. თუმცა, განსხვავება იმაშია, რომ თუ ადრე წინადადება ეხებოდა მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის წესზე მოლაპარაკებებს, ახლა ალიანსი საქართველოსთვის აცხადებს, რომ სხვა ძალებმა მხარი უნდა დაუჭირონ ალასანიას და ამის სანაცვლოდ ”ალიანსი” მხარს დაუჭერს სხვა ”ბლოკის” წარმომადგენელს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. წინადადება ასევე მოიცავს შეთანხმებას მაჟორიტარ კანდიდატებზე თბილისის 25 ერთმანდატიან ოლქში. დანარჩენი 25 ადგილი თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით ივსება.

კიდევ ერთი განსხვავებაა პოზიციის შერბილება ნოღაიდელის როლთან დაკავშირებით. თუ ადრე სუბარი და ალიანსი საქართველოსთვის კიდევ ორი წევრი - რესპუბლიკური პარტია და ახალი მემარჯვენეები - სთავაზობდნენ მოლაპარაკებებს ”ყველა მინუს ერთი” ფორმულაზე დაყრდნობით, ახლა ისინი აცხადებენ, რომ ამგვარი ფორმულა არსებულ ვითარებას არ შეესაბამება, რადგანაც თავად ნოღაიდელი არ იყრის კენჭს არც მერის და არც საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ეს წინადადება არ გულისხმობს ერთიანი საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებას, არამედ მისი მიზანი ”თამაშის წესებზე”  შეთანხმების მიღწევაა, რათა საბოლოო ჯამში ოპოზიციური ხმები არ გაიყოს. 

”გამარჯვების ფორმულა იკვრება იმ თანხმობით, რომელშიც ცენტრალური ადგილი უკავია მერის კანდიდატურას, რომელიც ირაკლი ალასანიაა. სხვა საკითხებზე ჩვენ ვართ მზად კონსულტაციებისთვის და მსჯელობისთვის,”- განაცხადა რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 2 აპრილს, ”ეს არის თანხმობის ფორმულა და არა ერთიანობის ფორმულა, ამიტომ მინუს ერთები ამ კონტექსტში არ არის რელევანტური”.

ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ულტიმატუმების ენით საუბარი.

”ჩვენს გარეშე ოპოზიციის გამარჯვება არ არსებობს,” - აღნიშნა მან.

ქრისტიან-დემოკრატიულის მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ სუბარის შემოთავაზება ”უინტერესო, სრულიად კონტრპროდუქტიული და დროის ფუჭი ხარჯვაა”. მისი თქმით, ქრისტიან-დემოკრატები საარჩევნო კამპანიით არიან დაკავებულნი. 

ქრისტიან-დემოკრატებმა ნავთობის სახელმწიფო კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გია ჭანტურია თბილისის მერობის, ხოლო ყოფილი ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელეს.  

”ვფიქრობ, თბილისში გამარჯვების დიდი შანსი გვაქვს,” - განაცხადა გრიგოლიამ 2 აპრილს და აქვე დასძინა, რომ არ არის საჭირო ორპოლუსიანი საარჩევნო კონიუქტურის ”ხელოვნურად” შექმნა.

Civil.Ge © 2001-2024