ოპოზიციის ნაწილი ”თამაშის წესებზე” მოლაპარაკებებს აწარმოებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Apr.'10 / 15:52

ალიანსი საქართველოსთვის თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და დაიცავი საქართველოს დამფუძნებელმა ლევან გაჩეჩილაძემ შაბათს რამოდენიმე ოპოზიციურ ჯგუფთან კონსულტაციები დაიწყეს სუბარის მიერ გახმოვანებული წინადადებების განხილვის მიზნით.

მრეწველთა პარტიის ლიდერებთან და პარტიის მერობის კანდიდატთან გოგი თოფაძესთან შეხვედრის შემდეგ, სუბარი და გაჩეჩილაძე ეროვნული საბჭოს ლიდერებს ხვდებიან, მათ შორის მოძრაობა სამართლიანი საქართველოს ლიდერს ზურაბ ნოღაიდელს, კახა კუკავას კონსევატორული პარტიიდან და კობა დავითაშვილს ხალხის პარტიიდან.

სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ეს áƒáƒ áƒ˜áƒ¡ ”კონსულტაციების საწყისი ეტაპი”. გაჩეჩილაძის თქმით, ამ ეტაპზე ”პიროვნებებზე საუბარი არ მიდის”.

”პირველ რიგში, ჩვენ თამაშის წესებზე უნდა შევთანხმდეთ,” - განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

 

Civil.Ge © 2001-2024