პარლამენტი მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას აღიარონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი როგორც ოკუპირებული ტერიტორიები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Apr.'10 / 19:22

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა თხოვნით მიმართა 31 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს ”საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი  - გამოაცხადონ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებად” და ასევე ”აღიარონ რუსეთის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდა”.

”ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი მხარდაჭერის განცხადებები,” - ნათქვამია საპარლამენტო კომიტეტის áƒ¬áƒ”რილში

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ცნობით, წერილი გაეგზავნა ევროკავშირის წევრი 20 სახელმწიფოს, ასევე ნორვეგიის, ისლანდიის, არგენტინის, ბრაზილიის, მექსიკის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეის, იაპონიის, ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს.

”რუსეთის პოლიტიკა კვლავ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მზარდი მილიტარიზაციისკენ და ქართველების წინააღმდეგ ამ ტერიტორიებზე ეთნიკური წმენდის კამპანიების დაკანონებისკენ მიმართულ ქმედებებს. ამ პოლიტიკის ყველა კომპონენტი მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს საქართველოს პროგრესისთვის და რეფორმების განხორციელების, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ხელის შეშლა,” - ნათქვამია წერილში.

Civil.Ge © 2001-2024