ზვიად ძიძიგური ეროვნული საბჭოს მერობის კანდიდატად გამოცხადდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Apr.'10 / 14:54

ეროვნულმა საბჭომ ორ პრეტენდენტს შორის კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა, ხოლო დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კობა დავითაშვილის გახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულმა საბჭომ დღეს, ვერის საკალათბურთო დარბაზში შეკრებისას გამოაცხადა იმ სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც 6-8 აპრილს ჩაატარა.

შედეგების მიხედვით, თბილისში გამოკითხული 12 ათასი ამომრჩევლიდან მერობის კანდიდატად 51.9%-მა ზვიად ძიძიგურს, ხოლო 48,1%-მა კობა დავითაშვილს დაუჭირა მხარი.

”პრაიმერის” გზით გამოვლინდა ასევე თბილისის 25 მაჟორიტარულ ოლქში ეროვნული საბჭოს საკრებულოს წევრობის კანდიდატების უმრავლესობა.

შედეგების მიხედვით, áƒ—ბილისის 11 ოლქში კონსერვატიული პარტიის კანდიდატები იყრიან კენჭს, 5 ოლქში  - ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის კანდიდატები, 4 ოლქში ხალხის პარტიის კანდიდატები, 1 ოლქში პოლიტიკური გაერთიანება მამულიშვილის და 1 ოლქშიც ქრისტიანული საქართველოს კანდიდატები. დარჩენილ სამ ოლქში მაჟორიტარული პრაიმერის მეორე ტური იგეგმება.

Civil.Ge © 2001-2024