ადგილობრივი არჩევნებისთვის სამი ბლოკი დარეგისტრირდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Apr.'10 / 11:44

30 მაისის ადგილობრივი არჩევნებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სულ სამი საარჩევნო ბლოკი დაარეგისტრირა.

ბლოკში სახელწოდებით  “ალიანსი საქართველოსთვის” (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი)” გაერთიანებულები არიან: რესპუბლიკელები, ახალი მემარჯვენეები, ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები და საქართველოს გზა. თბილისში ბლოკის მერობის კანდიდატია ირაკლი ალასანია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის პრეტენდენტი სოზარ სუბარი.

ეროვნული საბჭოს ბლოკში სამი პარტიაა წარმოდგენილი: ზვიად ძიძიგურის კონსერვატორები, კობა დავითაშვილის ხალხის პარტია და ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის. ეროვნულმა საბჭომ მერის პოსტზე ზვიად ძიძიგური, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად კობა ავითაშვილი დაასახელა.

მესამე ბლოკში სახელწოდებით ”გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება” წარმოდგენილნი არიან შემდეგი პარტიები:  ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობა, ჩვენ თვითონ, ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია. ამ საარჩევნო ბლოკის მერის კანდიდატი გია ჭანტურიაა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის ინგა გრიგოლია.

სულ არჩევნებისთვის 26 პარტია დარეგისტრირდა, áƒáƒ¥áƒ”დან 16 პარტია დამოუკიდებლად იბრძოლებს. 

თბილისის მერობის, ასევე საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატებისა და პროპორციული სიების წარდგენის ვადა 30 აპრილს იწურება.

ამ დროისთვის ცესკოში áƒ›áƒ”რობის ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული - ”ივანიშვილი - სახალხო დემოკრატების ” მიერ წარდგენილი  ნიკა ივანიშვილი.

Civil.Ge © 2001-2024