ევროპის სასამართლოში გირგვლიანის საქმის განხილვა გაიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Apr.'10 / 10:45

სტრასბურგში áƒáƒ áƒ¡áƒ”ბულმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 27 აპრილს გირგვლიანის ოჯახის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელის საჯარო განხილვა გამართა.

მოსარჩელეები - ირინა ენუქიძე (სანდრო გირგვლიანის დედა, რომელიც 2007 წლის აგვისტოში გარდაიცვალა სარჩელის წარდგენის შემდეგ) და გურამ გირგვლიანი (მამა) - ამტკიცებენ, რომ ამ საქმეში დარღვეულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება); მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა); მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება); მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება).

მოსარჩელეებმა 300,000 ევრო მოითხოვეს áƒ›áƒáƒ áƒáƒšáƒ£áƒ áƒ˜ ზიანის ასანაზღაურებლად, იტყობინება რადიო ”თავისუფლების” ქართული სამსახური.

ევროპის სასამართლოს განცხადებით, გადაწყვეტილება ”მოგვიანებით” იქნება მიღებული.
 
 

Civil.Ge © 2001-2024