Freedom House: საქართველოში მედია ”ნაწილობრივ თავისუფალია”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Apr.'10 / 00:53

მსოფლიოში მედიის თავისუფლების შესახებ Freedom House-ის მიერ 27 აპრილს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ კვლევაში საქართველო კვლავაც ”ნაწილობრივ თავისუფალი” მედიის მქონე ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა.

კვლევა, რომელიც 159 ქვეყანას მოიცავს და 2009 წლის მონაცემებს ეყრდნობა, თითოეულ ქვეყანას ანიჭებს ქულას 0-დან 100-მდე შკალაზე. შეფასება სამი მაჩვენებლის მიხედვით ხდება, როგორიცაა: საკანონმდებლო, პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო, რომელშიც მედიას უწევს საქმიანობა. ქვეყნები, რომლებსაც ენიჭებათ 0-დან 30-მდე ქულა, ხვდებიან ”თავისუფალი” მედიის მქონე ქვეყანათა კატეგორიაში; 31-დან 60-მდე - ”ნაწილობრივ თავისუფალი”; 61-დან 100-მდე - ”არათავისუფალი”.

რეიტინგში საქართველოს 126-ე ადგილი უკავია, 59 ქულით. Freedom House-ის მიერ შარშან გამოქვეყნებულ მსგავს კვლევაში, საქართველოს 60 ქულით, 128 ადგილი ეკავა.

ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის (ბალტიისპირეთის სახელმწიფოები გარდა, რომლებიც ”თავისუფალი” კეტეგორიის ქვეყნებს მიეკუთვნებიან), ”ნაწილობრივ თავისუფალ” ჯგუფში მხოლო უკრაინა და საქართველოა, დანარჩენი 10 სახელმწიფო ”არათავისუფალ” კატეგორიაში არიან.

Civil.Ge © 2001-2024