სამი მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები და კანდიდატები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 May.'10 / 16:55

30 მაისის ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, ამომრჩევლები სამ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტში ამჟამად არსებული სამი ვაკანტური ადგილის შესავსებად დეპუტატებს აირჩევენ.

შუალედური არჩევნები ოზურგეთის, გურჯაანის და თბილისის ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარდება.

კანდიდატთა წარდგენის ბოლო ვადა 30 აპრილს ამოიწურა. 

ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში შემდეგი კანდიდატები იყრიან კენჭს: ანდრო ალავიძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; კახა ბასილია - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; ლევან როინიშვილი - მოძრაობა  სამართლიანი საქართველოსთვის; გიორგი გაჩეჩილაძე - თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა ივანიშვილის პარტიიდან სახალხო დემოკრატები ლანა გალდავა - თორთლაძე-დემოკრატიული პარტია.

დეპუტატ გია თორთლაძის პარტიამ ორ დანარჩენ ოლქშიც დაასახელა კანდიდატები - მაია ორჯონიკიძე ოზურგეთში და ლევან ჩოლოყაშვილი გურჯაანში; ამ ორივე კანდიდატს, სხვდასხვა სატელვიზიო გადეცემასა თუ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუებში არაერთხელ გაუკრიტიკებიათ არასაპარლამენტო ოპოზიცია და ხელისუფლების სხვადასხვა მიმართლებით გატარებული პოლიტიკისადმი მხარდამჭერი პოზიცა გამოუხატიათ.

გურჯაანში ასევე იყრიან კენჭს: გიორგი ჩივიაშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ზაზა ნაცვლიშვილი - მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის და ლევან კობერიძე - მომავლის პარტია.

თორთლაძის პარტიის დასახელებული კანდიდატის გარდა ოზურგეთში კიდევ ორი კანდიდატი იყრის კენჭს: გოჩა შანიძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ილია კალანდაძე - მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის.

პარლამენტში ჩუღურეთის, გურჯაანის და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატების ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც, შესაბამისად, ყოფილ დეპუტატებს ლაშა ჟვანიას, გიორგი ღვინიაშვილს და ანზორ ერქომაიშვილს სხვადასხვა დროსა და მიზეზით სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. ჟვანიამ 2008 წლის დეკემბერში პარლამენტიდან ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა (მინისტრის თანამდებობიდან ის 2009 წლის აგვისტოში მოხსნეს); ღვინიაშვილი კახეთის გუბერნატორი გახდა, ხოლო ერქომაიშვილმა პარლამენტი 2009 წლის მარტში დატოვა.

Civil.Ge © 2001-2024