ირაკლი ალასანია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 May.'10 / 15:59

ირაკლი ალასანია. ფოტო: ინტერპრესნიუსი

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი, 36 წლის ირაკლი ალასანია პირველი ოპოზიციური ფიგურა იყო, რომელმაც 2009 წლის სექტემბერში მერად კენჭისყრის გეგმები გაახმოვანა.

90-იანი წლების შუა პერიოდიდან იგი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა, უშიშროების სამინისტროდან დაწყებული დიპლომატიური სამსახურით დამთავრებული. 2008 წლის დეკემბერში მან გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა.

ალასანია აწარმოებს კამპანიას დევიზით: ”ჩვენ შევცვლით”.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმატება ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველს რწმენას გაუჩენს, რომ ”მთავრობის შეცვლა არჩევნების გზით შესაძლებელია” არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ ნაციონალურ დონეზეც და 30 მაისი ამ ”მთავარი ცვლილების” დასაწყისი უნდა გახდეს.

ბევრი სხვა კანდიდატის მსგავსად, ალასანიაც თავის საარჩევნო პროგრამაში უმუშევრობის პრობლემის მოგვარებაზე ამახვილებს ყურადღებას. იგი ამომრჩევლებს სულ ცოტა 50 000 ახალ სამუშაო ადგილს პირდება მუნიციპალური ფონდის შექმნის გზით, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის áƒ¬áƒáƒ›áƒáƒ¬áƒ§áƒ”ბას და გაფართოებას დაეხმარება. ალასანიას მიერ წარმოდგენილი სქემის თანახმად, მუნიციპალური ფონდი, რომლის ოდენობაც 120 მილიონი ლარი იქნება, 20 000 ლარამდე სესხებს გასცემს 18 თვის ვადით, წლიური 8%-იანი განაკვეთით. 

ამ წინადადების თანახმად, 120 მილიონიანი ფონდი შეივსება 50 მილიონი ლარის ოდენობით პირდაპირი მუნიციპალური დაფინანსებით; ასევე 50 მილიონით გრძელვადიანი სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით, ხოლო 20 მილიონი ლარი დონორთა მხრიდან იქნება მოზიდული. 

რაც შეეხება ჯანდაცვის პროგრამას, ალასანია პირობას დებს, რომ სექტორის დაფინანსება თბილისში 33 მილიონი ლარიდან 117 მილიონ ლარამდე გაიზრდება. იგი 3 წლამდე ასაკის ბავშვებს და 65 წლის ზემოთ თბილისის მაცხოვრებლებს უფასო წამლებს პირდება 100 ლარის ფარგლებში წელიწადში. მისი თქმით, ეს შესაძლებელია მუნიციპალური სააფთიაქო ქსელის შექმნის გზით, სადაც წამლები ფასდაკლებით გაიყიდება.

Civil.Ge © 2001-2024