ზვიად ძიძიგური
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 May.'10 / 16:33

 

 

ზვიად ძიძიგური. ფოტო: ინტერპრესნიუსი

კონსერვატიული პარტიის ლიდერი, 45 წლის ზვიად ძიძიგური ეროვნული საბჭოს მერობის კანდიდატია. ეს საარჩევნო ბლოკი აერთიანებს კონსერვატიულ პარტიას, ხალხის პარტიას და მოძრაობას სამართლიანი საქართველოსთვის.

უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც ზვიად ძიძიგური ქართულ პოლიტიკაშია ჩართული. ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს იგი სამტრედიის áƒžáƒ áƒ”ფექტი იყო 1991 წელს. 1992 წლის იანვარში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ჩამოგდების შემდეგაც ძიძიგური მისი მხარდამჭერი დარჩა და სამეგრელოს რეგიონში გამსახურდიას წარმომადგენლად მსახურობდა დევნილობაში. 1995 წელს ძიძიგური დააპატიმრეს. მან ციხეში 5 წელი გაატარა, რის შემდეგაც ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ყველა იმ áƒ“აკავებულთან ერთად, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნეოდნენ. 

გათავისუფლების შემდეგ მან კონსერვატიული პარტია ჩამოაყალიბა და 2002 წელს მაშინდელი ოპოზიციური ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე გახდა. მან ”ვარდების რევოლუციაში” მიიღო მონაწილეობა და 2004 წელს ნაციონალური მოძრაობის ერთიანი სიით პარლამენტის წევრი გახდა. თუმცა, იმავე წელს ძიძიგური გაემიჯნა სააკაშვილს და ოპოზიციაში გადავიდა.

გასული წლის ბოლოს ძიძიგურის კონსერვატიულმა პარტიამ ხალხის პარტიასთან ერთად შექმნა კოალიცია ზურაბ ნოღაიდელის პარტიასთან - მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, რომელიც საბოლოოდ საარჩევნო ბლოკად ჩამოყალიბდა სახელწოდებით - ეროვნული საბჭო.

ძიძიგური აწარმოებს კამპანიას დევიზით ”იბრძოლე დღეს” და აცხადებს, რომ ამ ადგილობრივ არჩევნებზე პოლიტიკური ფსონები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მხოლოდ თბილისის მერობის პოსტი. მისი ვარაუდით, 30 მაისის ადგილობრივი არჩევნები გადამწყვეტი ეტაპი უნდა გახდეს პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.   

Civil.Ge © 2001-2024