გოგი თოფაძე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 May.'10 / 17:31

გოგი თოფაძე. ფოტო: ინტერპრესნიუსი

ლუდის მწარმოებელი კომპანია ”ყაზბეგის” მფლობელი, 70 წლის გოგი თოფაძე პარტიის მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს თანადამფუძნებელია. იგი უკვე მეორედ იყრის კენჭს თბილისის მერად.

მრეწველებმა 2006 წლის არჩევნებზეც დაასახელეს áƒ—ოფაძე კანდიდატად, როდესაც თბილისის მერი საკრებულოდან ირჩეოდა. მაშინ მრეწველებმა თბილისში ხმების 6.4% მიიღეს.

თოფაძის საარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტი უმუშევრობის პრობლემის  მოგვარებაა. მისი საარჩევნო დევიზია ”მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს”.

 

Civil.Ge © 2001-2024