ნიკა ივანიშვილი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 May.'10 / 17:35

ქართულ პოლიტიკაში ახალმა სახემ, ნიკა ივანიშვილმა 2010 წლის მარტში საკუთარი პარტია, სახალხო დემოკრატები ჩამოაყალიბა თბილისის მერად კენჭისყრის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ მან 2006 წელს თბილისის საკრებულოს წევრად იყარა კენჭი მრეწველთა პარტიული სიით, ივანიშვილი, რომელიც საგზაო პოლიციის უფროსი იყო 90-იანი წლების ბოლოს, პოლიტიკაში არასდროს ყოფილა ჩართული.

იგი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2009 წლის დეკემბერში მოექცა, როდესაც ტელეკომპანია ”იმედმა” მას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი, რომ იგი თბილისის მერად აპირებდა კენჭისყრას.

Civil.Ge © 2001-2024