საარჩევნო მედია მონიტორინგის მეორე კვირის შედეგები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 May.'10 / 00:37

წინა კვირის სატელევიზიო მონიტორინგის შედეგებისგან განსხვავებით, ამ კვირაში ექვსი ტელეარხის ძირითად საინფორმაციო გამოშვებებში მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი დრო გიგი უგულავას აღარ დათმობია. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, ”რუსთავი 2”-ზე და ”კავკასიაზე” რაოდენობრივი მაჩვენებლით ირაკლი ალასანიას უკავია ყველაზე მეტი დრო. ”იმედზე”, ”მაესტროზე” და ”რეალ TV”-ზე კი კვლავ მოქმედ მერს დაეთმო სხვებზე მეტი დრო.

მონიტორინგი, რომელიც 24 აპრილიდან დაიწყო და რომელსაც საქართველოში  ევროკავშირის დელეგაციის  და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ახორციელებს, ასევე ასახავს ტელეარხების მიერ თბილისის მერობის კანდიდატებზე მომზადებული სიუჟეტების ტონს, ანუ ცდილობს განსაზღვროს სიუჟეტი ამა თუ იმ კანდიდატზე იყო ”ნეიტრალური”, ”დადებითი” თუ ”უარყოფითი”.

მონიტორინგის შედეგების დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულებზე:

მონიტორინგის მეორე კვირა - 6 მაისი-12 მაისი - pdf

პირველი და მეორე კვირის მონიტორინგის შედეგების შედარება - pdf

ევროკავშირის დელეგაციისა და UNDP-ის განცხადებით, მედია მონიტორინგი ნაწილია იმ პროექტისა, áƒ áƒáƒ›áƒšáƒ˜áƒ¡ მიზანია ხელი შეეწყოს მოსახლეობისათვის დაბალანსებული და ნეიტრალური ინფორმაციის მიწოდებას, რათა ამომრჩეველმა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს.

Civil.Ge © 2001-2024