სააკაშვილი ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას დიპლომატიურ გარღვევას უწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 May.'10 / 11:40

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით,  ბრაზილიის და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომ ირანმა დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის დიდი ნაწილი áƒ—ურქეთში გააგზავნოს ირანის ბირთვული რეაქტორისთვის ბირთვული საწვავის მიღების სანაცვლოდ ”დიპლომატიური გამარჯვება” და áƒ áƒ”გიონის პატარა ქვეყნებისთვის ”გადარჩენის საკითხია”.  

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს განცხადება 17 მაისს ბათუმში გააკეთა, სადაც მან თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს უმასპინძლა. ერდოღანი ბათუმში ორშაბათს საღამოს ჩავიდა მას შემდეგ, რაც თეირანში და ბაქოში მოლაპარაკებები გამართა.

სააკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრის წვლილი ირანის ბირთვულ პროგრამაში შეაფასა ”დიპლომატიურ გმირობად”, რომელიც ”ისტორიაში შევა”.

”ჩვენ ძალიან ვნერვიულობდით, იმის თაობაზე, მოასწრებდა თუ არა ბატონი ერდოღანი დღეს აქ ჩამოსვლას. თითოეული ჩვენგანის ბედი დამოკიდებულია რა მოხდება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო,” - განაცხადა სააკაშვილმა.

”პატარა ქვეყნებისთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლისა და გადარჩენის საკითხია. წლების მანძილზე ეს უიმედო სიტუაცია იყო. დღეს ბრაზილიის პრეზიდენტმა [ლუის ინასიო ლულა და სილვა] - რომელმაც მოკითხვა გადმომცა და მეც გადავეცი - და პრემიერ-მინისტრი ერდოღანი, რომელიც იძახდა მთელი ამ თვეების განმავლობაში, რომ ირანთან მოლაპარაკების შანსი არის, მაგრამ მისი არ სჯეროდათ, ჩავიდნენ თეირანში და ირანის ბირთვული პროგრამასთან დაკავშირებით ვითარება შემოაბრუნეს,” - განაცხადა პრეზიდენტმა. 

”ეს ნამდვილი დიპლომატიური გარღვევა და დიდი დიპლომატიური გამარჯვებაა ირანისთვის, ევროპისთვის, ამერიკისთვის, მსოფლიოსთვის და მთელი რეგიონისთვის, თურქეთისთვის და, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის... ეს არის მშვიდობა ირანისთვის და მთელი რეგიონისთვის და მათ შორის საქართველოსთვის,” - დასძინა სააკაშვილმა.

ინგლისურენოვანი Tehran Times იტყობინებოდა, áƒ áƒáƒ› პრეზიდენტმა სააკაშვილმა ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი თბილისში დაპატიჟა. ამავე ინფორმაციით, მოწვევა 14 მაისს გაკეთდა, როდესაც ირანის ახალმა ელჩმა თბილისში მაჯიდ საბერმა პრეზიდენტ სააკაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

Civil.Ge © 2001-2024