ევროპარლამენტმა სამხრეთ კავკასიაზე რეზოლუცია მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 May.'10 / 11:17

ევროპარლამენტმა 20 მაისს, შესასრულებლად áƒáƒ áƒáƒ¡áƒáƒ•áƒáƒšáƒ“ებულო, რეზოლუცია მიიღო, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს ”რეგიონში უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს”.

მთავარი ცვლილება, რომელიც რეზოლუციის პროექტში საქართველოსთან მიმართებაში მის მიღებამდე შევიდა ის არის, რომ საბოლოო ტექსტი აღარ შეიცავს ტერმინს ”ოკუპირებული ტერიტორიები” საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში (რეზოლუციის პროექტის მოკლე მიმოხილვა იხილეთ ამ ბმულზე). 

რეზოლუციის პროექტში áƒœáƒáƒ—ქვამი იყო, რომ ”რუსეთის და ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლებები, რომლებიც რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებიან,” საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრულ განხორციელებას ”ბლოკავენ”, რითაც დამკვირვებლებს ამ რეგიონებში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.

მიღებული ტექსტის ფორმულირება კი ასეთია: ევროპარლამენტი ”მოუწოდებს რუსეთს და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ დე ფაქტო ხელისუფლებებს შეწყვიტონ” მისიის მანდატის სრული განხორციელების ”ბლოკირება”.

ტექსტის დანარჩენი ძირითადი პუნქტები საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის მოწოდებები რუსეთის მიმართ სრულად განახორციელოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები, ასევე შიდა რეფორმების და მედია მესაკუთრეთა საკითხები უცვლელი დარჩა.

 

Civil.Ge © 2001-2024