მედია მონიტორინგის მესამე კვირის შედეგები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 May.'10 / 20:40

გასულ კვირაში ექვს ტელეარხს შორის, რომელთა წინასაარჩევნო მონიტორინგი ევროკავშირის დელეგაციისა და გაეროს განვითარების áƒžáƒ áƒáƒ’რამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობს, ”კავკასიამ” ყველაზე მეტი დრო დაუთმო თბილისის მერობის კანდიდატებისა და პარტიების გაშუქებას.

შემდეგ მოდიან ”მაესტრო”; საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი; ”იმედი”; ”რუსთავი 2” და ”რეალ TV”. მონიტორინგის ეს ბოლო შედეგები მოიცავს პერიოდს 13-დან 19 მაისის ჩათვლით. ექვსი სატელევიზიო არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების და რამოდენიმე შერჩეული თოქ-შოუების მონიტორინგს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ახორციელებს.

მონიტორინგის შედეგების დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულებზე:

მონიტორინგის მესამე კვირა - 13-19 მაისი - pdf

მონიტორინგის დაწყებიდან, 26 აპრილიდან, 19 მაისის ჩათვლით შეჯამებული მონაცემები - pdf

ევროკავშირის დელეგაციისა და UNDP-ის განცხადებით, მედია მონიტორინგი ნაწილია იმ პროექტისა, რომლის მიზანია ხელი შეეწყოს მოსახლეობისათვის დაბალანსებული და ნეიტრალური ინფორმაციის მიწოდებას, რათა ამომრჩეველმა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს.

Civil.Ge © 2001-2024