კლინტონი: ”საქართველო ღირებული მეგობარი და პარტნიორია”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 May.'10 / 11:59

საქართველომ მიაღწია ”შთამბეჭდავ პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას და დარწმუნებული ვარ საქართველოს ნათელი მომავალი აქვს,” აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მისალოც განცხადებაში.

”საქართველო შეერთებული შტატების ღირებული მეგობარი და პარტნიორია. დღეს ჩვენ კვლავ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და ვადასტურებთ შეერთებული შტატების ერთგულებას ვიმუშაოთ ერთად ჩვენი პარტნიორობის გაფართოვებისა და გაღრმავებისათვის,” - განაცხადა კლინტონმა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 26 მაისს, რომ აპრილში აშშ-ში მისი ხანგრძლივი ვიზიტის დროს გამართულ უამრავ შეხვედრებზე ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოსადმი მხარდაჭერა ”უპირობო და წარმოუდგენელია”.

”ახლა ჩვენ ძალიან მაღალი დონის ვიზიტს ველით ამერიკის შეერთებული შტატებიდან,” - განაცხადა მან დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

 

Civil.Ge © 2001-2024