ეგზით პოლებით უგულავა დიდი უპირატესობით ლიდერობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 May.'10 / 22:07

ადგილობრივ არჩევნებზე ჩატარებული ეგზით პოლების áƒ›áƒáƒœáƒáƒªáƒ”მებით დიდი უპირატესობით ლიდერობს მოქმედი მერი გიგი უგულავა და მმართველი ნაციონალური მოძრაობა.

”რუსთავი 2”-სა და ”იმედის” მიერ დაკვეთილი ეგზით პოლების საბოლოო მონაცემების თანახმად, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ Edison Research-მა განახორციელა, ხმათა 60% მიიღო გიგი უგულავამ; მას მოსდევს 17%-ით ირაკლი ალასანია, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი; გიორგი ჭანტურია, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ხმათა 10%-ით; ეროვნული საბჭოს კანდიდატი ზვიად ძიძიგური  - 6%-ით; მრეწველთა ლიდერი გოგი თოფაძე - 5%; დანარჩენ კანდიდატებს ხმათა 1% აქვთ.

”რუსთავი 2”-ის და ”იმედის” დაკვეთით Edison Research-ის მიერ განხორციელებული ეგზით პოლების შედეგები ეფუძნება თბილისში მდებარე 72 საარჩევნო უბანზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 12 951 ამომრჩევლის გამოკითხვას. áƒ›áƒáƒ—გან გამოკითხვაში áƒ›áƒáƒœáƒáƒ¬áƒ˜áƒšáƒ”ობის მიღებაზე თანხმობა 49%-მა განაცხადა.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოში პარტიების პროპორციულ მონაცემებს, ნაციონალურ მოძრაობას ეგზით პოლებით აქვს 59%, ალიანსი საქართველოსთვის - 17%; ქრისტიან-დემოკრატები - 10%;  ეროვნული საბჭო - 7%; მრეწველები - 5%.

ცდომილება კომპანიის განცხადებით 2%-ია. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ნიუმბერგში განთავსებული GfK Group-ის მიერ ჩატარებული ეგზით პოლების წინასწარი მონაცემების თანახმად მერობის კანდიდატებზე ხმები ასე გადანაწილდა: გიგი უგულავა - 60%; ირაკლი ალასანია - 18%; გიორგი ჭანტურია - 7%; ზვიად ძიძიგური - 7%; გოგი თოფაძე - 4%. 

 

Civil.Ge © 2001-2024